დუქნისწყაროს მღვიმე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხ ო - მ უ ლ ი ს მ ღ ვ ი მ ე, სპელეოლოგიური და არქეოლოგიური ძეგლი სოფ. ხომულის მიდამოებში (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი), ზ. დ. 100 -ზე. მღვიმე კარსტული წარმოშობისაა, გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. მღვიმის ქვედა იარუსებში მიედინება მიწისქვეშა მდინარე, რ-იც 1 კმ გავლის შემდეგ ფაცრისთავთან (ცივი ტბა) ზედაპირზე ამოედინება და წყალტუბოსწყლის (წყალტუბულას) სახელით გუბისწყლისკენ მიედინება. დ. მ-ს შესასვლელი სამხრ-იდან აქვს. შესასვლელის სიგანეა 18 , სიმაღლე – 6 , სიღრმეში სიმაღლე – 1 . საერთო სიგრძეა 70 . ფართობი 1370 მ 2. წინა ნაწილი ვრცელია, ფსკერზე სხვადასხვა ზომის კარსტული ძაბრებია, მღვიმის ბოლო ვიწრო და დატოტვილია. მღვიმეში არის სტალაქტიტები, სტალაგმიტები, კალციტის გურები. ტემპ-რა 140ჩ. მღვიმე პირველად აღწერა ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის სპელეოექსპედიციამ 1959. 1974 ჩატარდა არქეოლ. კვლევა (ხელმძღვ. ა. კალანდაძე). დადგინდა, რომ დ. მ-ს სხვადასხვა დროს იყენებდნენ საცხოვრებლად, სამალავად, თავშესაფრად. ნაპოვნია ენეოლითის, ბრინჯაოსა და შუა საუკ. დროის თიხის ჭურჭლის ნატეხები. ქვედა ფენაში გამოვლინდა გადაშენებულ ცხოველთა ნაშთები, რ-თა შორის მღვიმური დათვის მთლიანი ქალაც იყო.

ლიტ .: ტ ა ტ ა შ ი ძ ე ზ., წ ი ქ ა - რ ი შ ვ ი ლ ი კ., ჯ ი შ კ ა რ ი ა ნ ი ჯ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 2009; К а л а н д а д з е А., Археологическое обследование карстовых пещер Цхалтубского района в 1974, იქვე. ც. ვაშაკიძე . კ. კალანდაძე.