დუღაშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ირაკლი ფარნაოზის ძე (დ. 27. VII. 1957, ქ. ოზურგე- თი), გენერალ-მაიორი (2000). 1979 დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის არქიტ. ფაკ-ტი, 1995 – საქართვ. ეკონ. აღორძინების კავშირის თბილ. ბიზნესის ინ-ტი, 1998 – საქართვ. დიპლ. აკადემია. არის არქიტ. მეცნ. კანდიდატი. 1985–96 მუშაობდა საქართვ. სახ. კონტროლის კომიტეტში, შემდეგ – საქართვ. კონტროლის პალატა- ში, თავდაცვის, სამართალდამცავ ორგანოთა და დიპლ. დაწესებულებათა კონტროლის დეპარტამენტის უფროსად. 1996–98 იყო საქართვ. სახელმწ. დაცვის სპეც. სამსახურის უფროსის მოადგილე, 1998–2001 – საქართვ. სახელმწ. უშიშროების მინისტრის მოადგილე. 2001-იდან არის საქართვ. ნავთობის საერთაშ. კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. ლ. დოლიძე.




დუღაშვილი

ნ. დ უ ღ ა შ ვ ი ლ ი სცენაზე.

ნუნუ (ნინო) იროდიონის ასული (დ. 7. II. 1934, თბილისი), კომპოზიტორი და მომღერალი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1983). ა. წერეთლის სახ. პრემიის ლაურეატი (1997). 1959 დაამთავრა თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონსერვატორია (ა. ბალანჩივაძის საკომპოზიციო კლასი). 1959–62 მუშაობდა კინოსტუდია "ქართული ფილმის" დოკუმენტური ფილმების სტუდიაში მუს. რედაქტორად. 1962-იდან ეწევა პედ. მოღვაწეობას ზ. ფალიაშვილის სახ. მუს. ათწლედში. 1965–2002 საქართვ. ტელევიზიის მუს. გაფორმების განყ-ბის უფროსი იყო. დ. ძირითადად სიმღერის ჟანრში მუშაობს. დ. თავისი სიმღერების საუკეთესო ინტერპრეტატორიცაა. აქვს ძლიერი, სასიამოვნო ტემბრის ხმა, პოპულარობა მოიპოვეს სიმღერებმა: "ქუთაისო", "იმერეთის ნიავო", "ღმერთი სიყვარულისა", "ბათუმი რად ღირს, მარტო", "ჩემი სიმღერა", "ო, არა გაზაფხულზე", "კახეთო", "გადამრიე", "გამიფრთხილდი", "სამშობლო", "გიყვარდეს საქართველო", "ფიროსმანის ქალაქი", "თბილისო, სიყვარულო" და სხვ. (ი. ნონეშვილის, ი. აბაშიძის, მ. ქვლივიძის, ჯ. ჩარკვიანის, დ. გვიშიანის, ნ. დიასამიძისა და სხვ. ლექსებზე). დ-ს დაწერილი აქვს აგრეთვე საფორტეპიანო კონცერტი, საფორტეპიანო სონატა, მუსიკა დოკუმენტური და სატელევიზიო, აგრეთვე თოჯინური ფილმებისათვის. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998). თბილისის საპატიო მოქალაქე (2004). თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა დ-ის ვარსკვლავი (2012).