დუშეთის მაზრა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ადმინისტრაციულ- ტერიტორიული ერთეული რუსეთის იმპერიის თბილისის გუბერნიის შემადგენლობაში. შეიქმნა 1801 წ. 12 სექტ. დებულებით, რ-იც ქართლ-კახეთის მაზრებად დაყოფას ეხებოდა. ალექსანდრე I-ის 1803 წ. 25 ნოემბ. რესკრიპტით დუშეთიდან სამაზრო ცენტრი ანანურში გადაიტანეს და დ. მ-ს ანანურის მაზრა უწოდეს. შემდგომ იმპერატორის 1921 წ. 24 თებ. ბრძანებით დუშეთი კვლავ სამაზრო ცენტრად აქციეს და ძველი სახელწოდება დაუბრუნეს. 1840, როდესაც შეიქმნა საქართვ.- იმერეთის გუბერნია, ქვეყნის ადმ.- ტერიტ. დანაწილებისათვის მოხდა დიდი რეორგანიზაცია. 1840 წ. 10 აპრ. დებულებით დ. მ. გააუქმეს, მაზრის სოფლები თბილ. და გორის მაზრებმა გაინაწილეს; პირველში დუშეთის საპოლიციო უბნის ბირთვი შეადგინეს, მეორეში კი – ქსნის საპოლიციო უბნისა. 1867 წ. 9 დეკ. ბრძანების თანახმად, დ. მ. კვლავ აღადგინეს, მის შემადგენლობაში შევიდა თბილ. მაზრის და დუშეთის უბანი, გორის მაზრის ქსნის საპოლიციო უბანი, გაუქმებული მთის ოკრუგი და გაუქმებული თიანეთის ოკრუგის ნაწილი. 1874 დ. მ-ის შემადგენლობაში შევიდა ახ. ადმ.-ტერიტ. ერთეული – "ქვეშეთის საპრისტავო", რ-მაც 1888-მდე იარსება, შემდეგ კი იმავე სახელწოდების საპოლიციო უბნად გადაკეთდა. როდესაც მაზრები კვლავ უბნებად დაიყო, დ. მ. ოთხ უბნად განაწილდა: ახალგორის (რ-იც 1890 გადაკეთდა ქსნის უბნად), ბაზალეთის, ქვეშეთისა და მცხეთის. თანამედროვე ადმ. დაყოფის მიხედვით, დ. მ. ყაზბეგის, დუშე- თის დიდ ნაწილსა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებს ემთხვევა. დ. მ. გაუქმდა 1930.