დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურულ- საგანმანათლებლო ცენტრი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არასამეწარმეო იურიდიული პირი. დაფუძნდა 2007 წ. 27 მარტს, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით. დ. მ. კ.-ს. ც-ის მიზანია დუშეთის მუნიციპალიტეტში ქართ. კულტურის, მეცნიერებისა და განათლების განვითარების ხელშეწყობა, მოსახლეობის ჩართვა ეროვნ.-კულტ. მემკვიდრეობის შესწავლის, მოვლაპატრონობისა და პოპულარიზაციის საქმეში. დ. მ. კ.-ს. ც. აგროვებს, იცავს, შეისწავლის და პოპულარიზაციას უწევს ეროვნ.-კულტ. ფასეულობებს; ახორციელებს სხვადასხვა კულტ. პროგრამებს, აწყობს შემოქმედებით საღამოებს, კონცერტებს თეატრ. წარმოდგენებს, კინო-ჩვენებებს, ლიტ. საღამოებს, გამოფენებს, სამეცნ. შეხვედრებს; ქმნის და იძენს საბიბლიოთეკო რესურსების ფონდებს – ერთჯერადი და პერიოდული სამეცნ. და ტექ. გამოცემების, მხატვრ. ლიტ-რის, ტექ. დოკუმენტების, მონაცემთა ბაზების, ელექტრონული, მულტიმედიის ან ნებისმიერი სხვა ფორმით; ხელს უწყობს მკითხველის სამეცნ., მხატვრ., ტექ. და სხვ. ინტელექტუალური პროდუქციით უზრუნველყოფას; დახმარებას უწევს მეცნიერებს, სამეცნ.-კვლ. დაწესებულებებს, კულტ. მოღვაწეებს და სხვა. სამუზეუმო ფონდის შესავსებად იძენს ან შემოწირულობა-საჩუქრის სახით კრებს ხელოვნების სხვადასხვა დარგის ნიმუშებს, ისტ.-კულტ. ექსპონატებს. ცენტრი ხელს უწყობს დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ისტ.- კულტ. ძეგლების დაცვას, მოვლაპატრონობასა და აღდგენას, კულტ. ტურიზმის განვითარებას; თანამშრომლობს საქართვ. და უცხოეთის კულტ.-საგანმან. ორგანიზაციებთან. დ. მ. კ.-ს. ც-ში გაერთიანებულია ფილიალები: დუშეთის სახელოვნებო, ჟინვალის სამუსიკო, ფასანაურის სამუსიკო სკოლები; დუშეთისა და ჟინვალის კულტურის სახლები, დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ; დანიელ ჭონქაძის სახლ-მუზეუმი; დუშეთის კომპლექსური სასპორტო სკოლა. მ. სავაძე.