დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დაარსდა 1949, საჯარო დათვალიერებისათვის გაიხსნა 1953 წ. 30 ნოემბ. 1949-იდან დაიწყო მუზეუმისთვის განკუთვნილი იმ ძვ. საფოსტო შენობის რეკონსტრუქცია, რ-იც მდებარეობს დუ- შეთზე გამავალი ძვ. სამხედრო გზის ნაპირას. ცნობილია, რომ აქ გაჩერებულან ა. პუშკინი, მ. ლერმონტოვი, ა. გრიბოედოვი, ა. დიუმა (მამა) და სხვა ცნობილი მოღვაწეები. დ. მ. მ-ში თავმოყრილია მრავალი საინტერესო ექსპონატი ფშავ-ხევსურეთის, მთიულეთ-გუდამაყრისა და არაგვის, ქართლის ისტ.-ეთნოგრ. წარსულიდან; ადგილობრივი წარმოების საომარი თუ სამეურნეო იარაღები. დ. მ. მ. შედგება 2 განყ-ბისაგან. ი ს ტ ო რ ი უ ლ - ა რ ქ ე ო ლ ო - გ ი უ რ გ ა ნ ყ ო ფ ი ლ ე ბ ა შ ი თავმოყრილია ქ. დუშეთისა და მდ. არაგვის აუზის ტერიტორიაზე მოპოვებული მასალები უძველესი დროიდან, ქვის ხანიდან – გვიან შუა საუკუნეებამდე. არქეოლ. მასალა ასახავს მდ. არაგვის აუზში მცხოვრები მოსახლეობის სამეურნეო საქმიანობას, მატერ. და ნივ- თიერ კულტურას, რწმენა-წარმოდგენათა თავისებურებებს სხვადასხვა ეპოქაში; განსაკუთრებით სრულადაა წარმოდგენილი ადრე, შუა და გვიანდ. ბრინჯაოს ხანის მასალები. ე თ ნ ო გ რ ა ფ ი უ ლ გ ა ნ ყ ო ფ ი ლ ე ბ ა შ ი დაცულია ეთნოგრ. ყოფის ამსახველი მასალები (ქსოვილების ნიმუშები, აღმ. საქართველოს მთიანეთის XIX ს. ფარდაგები, ხალხ. სამოსი და აქსესუარები, მინის და კერამ. ჭურჭელი, მ. შ. მოჭიქული კერამიკა); აგრეთვე დ. ერმაკოვისა და ა. როინაშვილის მიერ გადაღებული XIX ს. ფოტომასალა და სხვ. მუზეუმის საერთო ფართობია 402 მ 2, მ. შ. საექსპოზიციო-საგამოფენო –159 მ 2, საფონდო – 105 მ 2. მუზეუმში დაცულია დაახლ. 6,5 ათ. ექსპონატი. თ. პატაშური.