დუცი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დუცი. კავკასიური დუცი (Agasyllis caucasica).

(Agasyllis), მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ქოლგოსანთა ოჯახისა. მაღალი (100–150 სმ ) ბალახია. აქვს დიდი, რთული ფოთლები, რთულ ქოლგა ყვავილედებში თავმოყრილი თეთრი ყვავილები. კავკ. ენდემური მონოტიპური გვარია. მისი ერთადერთი სახეობა (A. caucasica) თითქმის მთელ საქართველოშია გავრცელებული. იზრდება სუბალპ. სარტყლის მდელოებზე, მთის მდინარეების ნაპირებზე, ღარტაფებში, ტენიან ადგილებზე. რ. გაგნიძე.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=დუცი&oldid=4798-დან“