დღე-ღამე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დედამიწის ღერძული ბრუნვის პერიოდი; დროის ერთერთი ძირითადი საზომი ერთეული. ქართ. აღნიშვნაა დ.-ღ. განასხვავებენ ვ ა რ ს კ ვ ლ ა ვ ი ე რ დ.-ღ-ს – გაზაფხულის დღეღამტოლობის წერტილის მიმართ ათვლილ დედამიწის ბრუნვის პერიოდს და მ ზ ი ს ი ე რ დ.-ღ-ს (მზის მიმართ ათვლილს). ვარსკვლავიერი დ.-ღ. არ შეესაბამება დღისა და ღამის მონაცვლეობას და საყოფაცხოვრებო პრაქტიკაში ამ ერთეულით დროის გაზომვა მოუხერხებელია. ამ მიზნით იყენებენ მზისიერ დ.-ღ-ს, რ-იც ტოლია საშ. მზის ცენტრის ზედა ან ქვედა ორ თანმიმდევრულ კულმინაციას შორის დროის შუალედისა. 1 დღ-ღ = 24 სთ = 1440 წთ = = 86400 წმ. მზის დისკოს ზედა კიდის ამოსვლისა და ჩასვლის მომენტებს შორის დ.-ღ-ის ნაწილს დ ღ ი ს ხ ა ნ გ რ ძ ლ ი ვ ო ბ ა (დხ) ეწოდება. იგი დამოკიდებულია ადგილის გეოგრ. განედსა და მზის დახრილობაზე. თბილისის განედისათვის (ჯ=41°42′) ცხრილში მოცემულია დხ დამოკიდებულება წელიწადის დროზე (ანუ მზის დახრილობაზე) ყოველი თვის 1, 11, 21 რიცხვებისთვის. ცხრილის სიზუსტე საქართვ. მთელი ტერიტორიისათვის შეადგენს 2–3 წთ და ვარგისია უახლოესი 50 წლის განმავლობაში. დედამიწის ჩრდ. ნახევარსფეროში დხ 12 სთ - ზე მეტია მაშინ, როდესაც მზის დახრილობა დადებითია (21 მარტიდან 23 სექტ-მდე), ხოლო 12 სთ - ზე ნაკლებია, როცა მზის დახრილობა უარყოფითია (23 სექტ-იდან 21 მარტამდე). ჩრდ. ნახევარსფეროში დხ მაქსიმალურია ზაფხულის მზებუდობის დღეს (22 ივნ.) და მინიმალურია ზამთრის მზებუდობის დღეს (22 დეკ.). სამხრ. ნახევარსფეროში ეს მოვლენები დიამეტრულად შებრუნებულია. საკუთრივ ეკვატორზე დხ უცვლელია და უდრის 12 სთ ; 21 მარტსა და 23 სექტ. (ბუნიობისას) დხ დედამიწაზე ყველგან (პოლუსების გარდა) ერთნაირია და დაახლ. 12 სთ ტოლია; პოლარულ წრეებზე უფრო მაღალ განედებზე ზაფხულობით დხ 24 სთ აჭარბებს, პოლუსებზე კი ნახევარ წელიწადს აღწევს.


დღის ხანგრძლივობა თბილისში .