ებანოიძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზაალ აგაბოს ძე (დ. 7. I. 1939, სოფ. დიმი, ბაღდათის მუნიციპალიტეტი), პოეტი. 1971 დაამთავრა საქართვ. სას.-სამ. ინ- ტი. პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1957. პირველი გამოცემა "ლექსები" დაისტამბა 1973. ავტორია პოეტური კრებულებისა: "მთვარის კელაპტარი" (1977), "წვიმის შვილი" (1979), "იწყება აღმართი" (1981), "ხატი მამული" (1985), "ციდან დასარეკი ზარები" (1986), "მარადიული რთველი" (1989), "პოემები" (1990), "დედამუხა ლექსები" (1997), "თვალჩავარდნილი სამყარო" (2006), "ერთტომეული" (2006), "რჩეული" (2008), "70 ლექსი" (2009). ე-ს ეკუთვნის წერილების კრებული "ფიქრები პოეზიაზე" (1998), ავტორია აგრეთვე საბავშვო ლექსებისა. მისი პოეზია გამოირჩევა ვერსიფიკაციული მრავალფეროვნებით, თუმცა ძირითადად ქართ. კლასიკური პოეზიის ტრადიციებს ემყარება.

ე-ს 2006 მიენიჭა ლადო ასათიანის პრემია, ხოლო 2010 – გალაკტიონ ტაბიძის პრემია. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2000).



ნუგზარ ერმალოს ძე

(დ. 1. I. 1944, დაბა ხობი, ხობის მუნიციპალიტეტი), ინჟინერ- მექანიკოსი. ტექ. მეცნ. დოქტორი (2001), პროფესორი (2003), საქართვ. საინჟინრო მეცნიერებათა აკად. ნამდვ. წევრი (2007). 1965 დაამთავრა საქართვ. სუბტროპიკული მეურნეობის ინ-ტი. 1969–71 მუშაობდა საქართვ. სუბტროპიკული მეურნ. ინ-ტში ტრაქტორებისა და ავტომობილების კათედრაზე, 1971–77 – სოფლის მეურნეობის სამეცნ.-კვლ. და საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიურ ინ-ტში. იყო საქართვ. სუბტროპიკული მეურნ. ინ-ტის მექანიზაციის ფაკ-ტის დეკანი. 2005-იდან არჩეული იქნა საქართვ. სუბტროპიკული მეურნ. სახელმწიფო უნ-ტის რექტორად. ე-ის სამეცნიერო კვლევის ძირითადი მიმართულებაა სოფლის მეურნეობის მექანიზაცია, მ. შ. სუბტროპიკული კულტურების მოვლა- მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიები და მანქანათა კომპლექსის დამუშავება. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. ნაშრომი. მიღებული აქვს 14 საავტორო მოწმობა და პატენტი. დაჯილდოებულია სახელმწ. ჯილდოებით, მ. შ. ღირსების ორდენით (2008). თხზ.: კეთილშობილი დაფნის წარმოების უნარჩენო ტექნოლოგია და მანქანათა კომპლექსი, თბ., 1999; ჩაის ფოთლის კრეფის მექანიზაცია და გადამუშავება, თბ., 2008; ხეხილის მოსავლის აღების მექანიზაცია, ქუთ., 2008.