ებნისი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტის მჭადიჯვრის თემში (მცხეთა-მთიანეთის მხარე), ალევის ქედის სამხრ. კალთაზე, მდ. ნარეკვავის (არაგვის მარჯვ. შენაკადი) ხეობაში. ზ. დ. 1000 , დუშეთიდან 12 კმ. 229 მცხ. (2002). სოფელი დასახლებულია ადრინდ. შუა საუკუნეებიდან. ე. შედიოდა გრემისხევში. XVI ს-ში ეკუთვნოდა მუხრანბატონებს. 1865-იდან დუშეთის უბნის ჭილურტის სასოფლო თემში შედიოდა. ცხოვრობდა 68 კომლი. სოფელში დგას XIX ს. დარბაზული ეკლესია, ხოლო სოფლის აღმ- ით ტყეში – IX–X სს. მაცხოვრის ეკლესია.