ეგარსლან ბაკურციხელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

XIII ს. ქართველი პოლიტიკური მოღვაწე. მონღოლებმა ის აღმ. საქართველოს ერთ-ერთი დუმნის (ჰერეთ-კახეთი და მის აღმ-ით მდებარე თემები შემახის მთებამდე) უფროსად დანიშნეს. მონაწილეობდა კოხტასთავის შეთქმულებაში. ჟამთააღმწერლის დახასიათებით, ე. ბ. იყო „არა ნიჭთა მქონებელი სამH[ედ]როთა" და „მHედრობის წესთაგან ცარიელი", ამავე დროს „ღრმად მოუბარი", რის წყალობითაც მალე დაწინაურდა და დიდი გავლენა მოიპოვა. მეფე რუსუდანის გარდაცვალების (1245) შემდეგ, როცა დავით რუსუდანის ძე მონღოლეთში დიდი ყაენის კარზე იმყოფებოდა, ხოლო დავით ლაშას ძე მცირე აზიაში იყო დატყვევებული, ე. ბ-მა მთელი ძალაუფლების ხელში ჩაგდება მოინდომა. ამის გამო მის წინააღმდეგ ამხედრდნენ ქართველი დიდებულები, რ-ებმაც ე. ბ. პოლიტიკურ ასპარეზს ჩამოაშორეს.

წყარო: ჟამთააღმწერელი, ასწლოვანი მატიანე, რ. კიკნაძის გამოც., თბ., 1987.

ლიტ.: კიკნაძე რ., რამდენიმე დაკვირვება ჟამთააღმწერლის თხზულების ტექსტზე, «მაცნე». ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნების ისტ. სერია, 1976, # 2; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 3, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 3). რ. კიკნაძე.