ეგაძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ო. ნ. ეგაძე.

ოთარ ნიკოლოზის ძე (8. XI. 1913, სოფ. ტირძნისი, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი, – 7. XI. 1995, თბილისი), ჟურნალისტი, დრამატურგი, მწერალი, ხელოვნების კრიტიკოსი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1963). დაამთავრა ლენინგრადის ჟურნალისტიკის ინ-ტი (1939). იყო გაზ. „კომუნისტისა" და „ახალგაზრდა კომუნისტის" საკუთარი კორესპონდენტი ლენინგრადში. 1940 სწავლობდა მოსკოვში. 1941–43 მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. 1943 იყო საქ. კპ ცკ-ის ბეჭდვითი სიტყვის სექტორის გამგე, 1944 – საქართვ. სახ. კომისართა საბჭოსთან არსებული ხელოვნ. მთავარი სამმართველოს უფროსი, 1945-იდან – მარქსიზმ- ლენინიზმის ინ-ტის მარქსიზმის კლასიკოსების თარგმნის სექტორის გამგე, 1949–51 – გაზ. „პრავდის" საკუთარი კორესპონდენტი საქართველოში, 1951–53 – საქართვ. კინემატოგრაფიის მინისტრი, 1953 – გაზ. „ზარია ვოსტოკას" რედაქტორი, 1953–73 – ჟურნ. „საბჭოთა ხელოვნების" მთ. რედაქტორი, 1973-იდან – გამომცემლობა „ხელოვნების" დირექტორი, 1981–82 – საქართვ. თეატრ. საზ-ბის გამგეობის თავ- რის პირველი მოადგილე, 1982- იდან – საქ. კპ ცკ-თან არსებული პარტიის ისტ. ინ-ტის უფრ. მეცნიერი თანამშრომელი. ე-ის გამოკვლევებისათვის დამახასიათებელია აქტუალურობა და მასალის სიუხვე. ძირითადი ნაშრომები: „ქართული ბალეტი" (1961), „თეატრში და თეატრს მიღმა" (1969), "გასტროლები, შეხვედრები, შთაბეჭდილებები" (1975), „მხატვართა შორის" (1976) და სხვ. ავტორია ბალეტის ლიბრეტოებისა („სინათლე", 1947; „გორდა", 1949 და სხვ.), დოკუმენტური პიესისა „გარიჟრაჟი" (1970); კრებულისა „მოთხრობები, ნოველები, ესეები" (1986); რომანისა „დღენი ჩვენი ბრძოლებისა" (ტრილოგიის I ნაწ., 1988).





ეგაძე

ომარ ილიას ძე (დ. 28. VII. 1939, თბილისი), სპორტსმენი, მოჭიდავე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1971), საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. დაამთავრა თბილ. ფიზკულტურის ინ-ტი (1963), სტუ-ის ტექნოლოგიის ფაკ-ტი (1973), თსუ-ის ეკონომიკური ფაკ- ტი (1982). იყო მსოფლიო ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1962), სსრკ ოთხგზის ჩემპიონი (1962–64, 1967) და მესამე პრიზიორი (1960), ივან პოდდუბნის სახ. საერთაშ. ტურნირის ორგზის გამარჯვებული (1963, 1967), სსრკ ხალხთა III და IV სპარტაკიადების ჩემპიონი (1963, 1967), სსრკ ჩემპიონი ჭაბუკებში (1957), სსრკ ჩემპიონატის მეორე პრიზიორი ჭაბუკებში (თავისუფალი ჭიდაობა, 1956), მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული, სსრკ ნაკრების მწვრთნელი მსოფლიო უნივერსიადაზე (1973), საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, საქართველოს ვეტერან მოჭიდავეთა ნაკრების უფროსი მწვრთნელი, ღირსების ორდენის კავალერი.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=ეგაძე&oldid=3047-დან“