ეგვიპტური ყანჩა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეგვიპტური ყანჩა.

(Bubulcus ibis), ფრინველი ლაკლაკისნაირთა რიგისა. ზომით იხვისოდენაა, თეთრი ფერის; თავზე, მკერდსა და ზურგზე მურა ყვითელი ბუმბული აქვს; ნისკარტი ყვითელია (ფუძეში – წითელი), ფეხები – მოწითალო. გავრცელებულია პირენეს ნ.-კ-ზე, აზიაში, აფრიკაში, მადაგასკარზე. საქართველოში გვხვდება მიმოფრენისას. ბინადრობს ჭაობების, წყალსატევების ნაპირებზე, დაჭაობებულ ანთროპომორფულ ლანდშაფტებში. იკვებება მწერებით, პატარ-პატარა უხერხემლო ცხოველებით, თევზების ლიფსიტებით, ბაყაყებით და სხვ. საკმაოდ იშვიათი ფრინველია. რ. ჟორდანია.