ეგნატაშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალექსანდრე იაკობის ძე (28. V. 1887, გორი, – 31. XII. 1948, მოსკოვი, დაკრძალულია გორში), საბჭოთა გენერალ- ლეიტენანტი (1945). 1930 დაამთავრა მოსკ. ბაუმანის უმაღლესი ტექ. სასწავლებელი და მუშაობდა სსრკ შინსახკომის ორგანოებში, ეკავა განყ-ბის, სამმართველოს უფროსის პოსტები. მიენიჭა სახელმწ. უშიშროების მე-3 რანგის კომისრის წოდება (1942). მონაწილეობდა თეირანის (1943) და იალტის (1945) კონფერენციების მომზადებასა და ჩატარებაში. 1944-იდან ხელმძღვანელობდა ყირიმის ძვ. სასახლეების და არქიტ. ანსამბლების აღდგენას. იყო სსრკ შინსახკომის სპეცობიექტების სამმართველოს უფროსი ყირიმში (1945–47). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. საბრძოლო ორდენები და მედლები. ლ.დოლიძე.




ეგნატაშვილი

ბერი (გ. დაახლ. XVIII ს. 60-იანი წლების დასაწყისში), ისტორიკოსი, ჩამომავლობით აზნაური. ვახტანგ VIის მიერ „ქართლის ცხოვრების" გაგრძელების დასაწერად შედგენილი კომისიის ერთ-ერთი მონაწილე (იხ. სწავლულ კაცთა კომისია) , შესაძლოა ხელმძღვანელიც. „ახალი ქართლის ცხოვრების" ხელნაწერის არშიაზე გაკეთებული ორი მინაწერი (1779) მოწმობს, რომ ე. ამ თხზულების 541 ერთ-ერთი ავტორი იყო. ე-ის ავტორობის კვალი თხზულების ტექსტშიც ჩანს. ვარაუდობენ, რომ ე. მჭიდროდ იყო დაკავშირებული ერეკლე II-ის მოწინააღმდეგე პირებთან, რ-ებიც შემდეგ 1765 წ. შეთქმულებაში მონაწილეობდნენ. თხზ.: ახალი ქართლის ცხოვრება. XVIII ს. დამდეგი. I ტექსტი, ივ. ჯავახიშვილის წინასიტყვ. და რედ., თბ., 1940. ლიტ.: ც ი ნ ც ა ძ ე ი., ბერი ეგნატაშვილის ვინაობის საკითხისათვის, «მნათობი », 1968, # 1. გ.აკოფაშვილი.




ეგნატაშვილი

გ. ეგნატაშვილი.

გიორგი სიმონის ძე [12 (24). III. 1885, თბილისი, – 16. I. 1962, იქვე], სპორტსმენი (ტანვარჯიში), პედაგოგი. სსრკ სპორტის დამს. ოსტატი (1936), სსრკ დამს. მწვრთნელი (1954), საქართვ. დამს. მასწავლებელი (1945). ე. იყო ტანმოვარჯიშეთა საზ-ბა "შევარდენის" ერთ-ერთი დამაარსებელი (1918). პრაღის უმაღლესი სატანვარჯიშო კურსების დამთავრების (1909) შემდეგ მუშაობდა ტანვარჯიშის მასწავლებლად თბილ. სათავადაზნაურო გიმნაზიაში, სადაც მისი ხელმძღვანელობით 1912 მოეწყო ტანმოვარჯიშეთა პირველი საჯარო გამოსვლა. იმავე წელს ე-ის ხელმძღვანელობით თბილ. "სოკოლის" ტანმოვარჯიშეთა გუნდმა ჩეხოსლოვაკიის ტანმოვარჯიშეთა საზ-ბის "სოკოლის" VI საიუბილეო შეკრებაზე (პრაღა) დაბალ ჯგუფში I ადგილი დაიკავა, ხოლო ე. ტანვარჯიშული მრავალჭიდის პირად შეჯიბრებაში III ადგილზე გავიდა. 1918–37 ე. ხელმძღვანელობდა მოსწავლე ახალგაზრდობის ფიზაღზრდას თბილისის სკოლებსა და ტექნიკუმებში. 1937–41 განაგებდა ტანვარჯიშის კათედრას საქართვ. ფიზკულტურის სახელმწ. ინ-ტში, 1941-იდან მუშაობდა ფიზაღზრდის უფროს მასწავლებლად თავდაპირველად თსუ-ში, შემდეგ საქართვ. პოლიტექ. ინ-ტში. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. ე-ის სახელი მიეკუთვნა თბილ. განათლების განყ-ბის ბავშვთა და მოზარდთა ცენტრ. სატანვარჯიშო სკოლას. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.






ეგნატაშვილი

(ი გ ნ ა ტ ი ე ვ ი) სიმონ იაგორის ძე, XVIII ს. II ნახ. მწიგნობარი, მთარგმნელი, მოსკოვპეტერბურგის ქართული კოლონიის ერთ-ერთი წარმომადგენელი. იყო მოსკ. უნ-ტის ინფორმატორი. როგორც თარჯიმანი მონაწილეობდა რუს.-საქართვ. დიპლომატიური მისიების საქმიანობაში. 1773 პეტერბურგში გამოქვეყნდა მის მიერ ქართულიდან რუსულად თარგმნილი „ბარამგულანდამიანი". ეს არის თავისუფალი თარგმანი, რ-შიც ტექსტი გავრცობილია ლიტ. თუ ხალხ. ზეპირსიტყვიერების მასალით. მანვე თარგმნა „ბრმა მემუსიკის სიმღერა" (ეკატერინე IIისადმი მიძღვნილი სტილიზებული ხალხ. ლექსი), შეადგინა ქართ.- რუს. ლექსიკონი, რ-საც ჩვენამდე არ მოუღწევია.

ლიტ.: ბ ა რ ა მ ი ძ ე ა., ბესიკის გარშემო (ახალი ტექსტური და საარქივო მასალები), «თსუ შრომები», 1936, ტ. 1; მ ა ხ ა თ ა ძ ე ნ., ქართული კულტურის კერა პეტერბურგში XVIII–XIX სს., თბ., 1967; რ უ ხ ა ძ ე ტ., ქართულრუსული ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიიდან (XVI–XVIII სს.), თბ., 1960. ა.გვახარია.