ეგოროვი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მიხეილ ალექსის ძე (5. V. 1923, სოფ. ერმონშეკი, რუდნიის რ-ნი, სმოლენსკის ოლქი, – 30. VI. 1975, ქ. სმოლენსკი), საბჭოთა კავშირის გმირი (8. V. 1946). სერჟანტი, ბერლინისა და სმოლენსკის საპატიო მოქალაქე. II მსოფლიო ომის დროს იბრძოდა პარტიზანთა რაზმებში, 1944- იდან – ბელორუსიის I ფრონტზე 150-ე მსროლელთა დივიზიის 756- ე პოლკში. 1945 წ. 1 მაისს მ.ქანთარიასთან ერთად რაიხსტაგის გუმბათზე აღმართა გამარჯვების დროშა. დაიღუპა საავტომობილო კატასტროფაში. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. საბრძოლო ორდენები და მედლები, აგრეთვე უცხოური ჯილდოები. ტ.ჩინჩილაკაშვილი.