ეგრისელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(ნამდვ. გვარი – დოლბაია) ვაჟა ევგენის ძე (დ. 15. V. 1941, სოფ. ხორგა, ხობის მუნიციპალიტეტი), პოეტი. 1967 დაამთავრა თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტი, 1983 კი – მოსკოვის მაქსიმ გორკის სახ. მსოფლიო ლიტ-რის ინ-ტი. 1984–92 იყო ჟურნ. "პირიმზის" მთ. რედაქტორის მოადგილე, 1993– 2000 – გამომც. "მოლოდინის" გენ. დირექტორი და გაზ. "ამაღლების" გენ. რედაქტორი. 2001-იდან არის აფხაზეთის მეცნ. აკად. გამომც. დირექტორი და ამავე აკადემიასთან არსებული გაზ. "დიოსკურიის" რედაქტორ- გამომცემელი. ე. არაერთი პოეტური კრებულის ავტორია, მ. შ. აღსანიშნავია "ამაღლება" (1973), "საგალობლები" (1976), "მოლოდინი" (1988), "შეიბნ მახვილი" (1989), "იქმენ ნათელი" (1993), "კოლხური ფსალმუნები" 5 ტომად (2001–08). ე-ის ლექსები გამოირჩევა ფილოს. და მეტაფორული აზროვნებით. 2008 ე-ს მიენიჭა ვაჟა-ფშაველას სახ. პრემია. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2001).

თხზ .: ნათელხილვა, თბ., 1975; ჰორიზონტები, თბ., 1983.