ეგრისის ქედი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეგრისის ქედი.

ს ა მ ე გ რ ე ლ ო ს ქ ე დ ი, ო დ ი შ ი ს ქ ე დ ი, კავკასიონის სისტემის სამხრეთი კალთის გასწვრივი გვერდითი ქედი, მდინარეების ენგურისა და ცხენისწყლის წყალგამყოფი. სიგრძე 62 კმ, სიგანე 37 კმ. უმაღლესი მწვერვალია ჭითაგვალა (3225 ). 3000 -ზე მაღალი მწვერვალებია: წიქური, ტეხურიშდუდი, ლაკუმურაშდუდი, დიდღალიდუდი, ოთეფურა, თხეიშიშდუდი და სხვ. ე. ქ-ის უმეტესი ნაწილი აგებულია შუაიურული პორფირიტული წყებით, რ-იც ქმნის ქედის დაკბილულ თხემს. ქედის სამხრ. პერიფერიულ ზოლში გავრცელებული ცარცული კირქვებით აგებულია კარსტული მთის მასივები: წულიში, ყვირა გაუჩა, მიგარია და ასხი. თხემზე შემორჩენილია პატარა მყინვარები და ძვ. გამყინვარების კვალი. ე. ქ-იდან სამხრეთისაკენ ჩამოედინება მდ-ები: მაგანა, ჭანისწყალი, ხობი, ტეხური, ჩრდილოეთისაკენ – თხეიში, კასლეთი და ხელედულის მარჯვ. შენაკადები. მაგანის სათავეებში, ზ. დ. 2643 სიმაღლეზე, არის მყინვარული ტბა ტობავარჩხილი. სხვა ტბათა შორის აღსანიშნავია დიდი ტობავარჩხილი. ე. ქ-ის კალთები 1200 -მდე შემოსილია კოლხური ფართოფოთლოვანი ტყით (მუხა, რცხილა, წაბლი, წიფელი), 2100 სიმაღლემდე – წიწვოვნებით (სოჭი, ნაძვი), უფრო ზემოთ სუბალპ. და ალპ. მდელოებია. ლ. მარუაშვილი.