ედენა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მწვერვალი რაჭის კავკასიონის მთავარ ქედზე, ონის მუნიციპალიტეტში. სიმაღლე ზ. დ. 3878 . აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. კალთები შემოსილია ალპ. და სუბალპ. მდელოებით.


ედენა

დ ი დ ი ე დ ე ნ ა, ხეობის მყინვარი რაჭის კავკასიონის სამხრ. კალთაზე, ონის მუნიციპალიტეტში, მდ. რიონის ზემოთში. სიგრძე 4,2 კმ , ფართ. 4,6 კმ 2. მყინვარის ენა ეშვება ზ. დ. 2460 მ სიმაღლემდე.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=ედენა&oldid=2915-დან“