ედიბერიძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალექსანდრე გიორგის ძე (დ. 13. III. 1937, თბილისი), ინჟინერი გამოთვლითი ტექნიკის დარგში. ტექ. მეცნ. დოქტორი (1986), პროფესორი (1987), საქართვ. საინჟინრო აკად. წევრ-კორესპონდენტი (2003). 1962 დაამთავრა საქართვ. პოლიტექნიკური ინ-ტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკ-ტი. 1965 მუშაობა დაიწყო ელექტრონიკის, ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში. 1986-იდან ეწევა პედ. საქმიანობას საქართვ. ტექნიკურ უნ-ტში გამოთვლითი ტექნიკის კათედრაზე. არის ბიზნესის ხელშემწყობი საკონსულტაციო-ანალიტიკური სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი. ე-ის სამეცნ. კვლევები ეხება მათ. მოდელირების, ალგორითმული ენებისა და პროგრამირების კომპიუტერული მოდელირების დამუშავებას საქართველოში.

თხზ. : ბიზნესის მართვა, თბ., 2009.


ედიბერიძე

ა. ი. ედიბერიძე.

ალექსანდრე იოსების ძე (8. VIII. 1898, თბილისი, – 18. V. 1985, იქვე), ქირურგ-სტომატოლოგი, ქირურგიული სტომატოლოგიის ფუძემდებელი საქართველოში. მედ. მეცნ. დოქტორი (1943), პროფესორი (1943), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1961). 1924 დაამთავრა თსუ-ის სამკურნ. ფაკტი. 1929–33 ხელმძღვანელობდა ამავე ფაკ-ტის თერაპიული და ქირურგ. სტომატოლოგიის კათედრებს, 1935–74 – თბილ. სახელმწ. სტომატოლოგიურ და ექიმთა დახელოვნების ინტების ქირურგ. სტომატოლოგიის კათედრებს. 1974-იდან იყო ექიმთა დახელოვნების ინ-ტის ქირურგ. სტომატოლოგიის კათედრის პროფესორ-კონსულტანტი. შეისწავლა ალვეოლური პიორეის ეტიოლოგია და მკურნალობა, ოდონტოგენური და არაოდონტოგენური სიმსივნეებისა და პირისახის თანდაყოლილი სიმახინჯეების კლინიკა და მკურნალობა, საქართველოში დანერგა პირისახის აღდგენითი ოპერაციები, შეადგინა ქირურგ. სტომატოლოგიის პირველი სახელმძღვანელო ქართ. ენაზე ("ქირურგიული სტომატოლოგია",1966). 1932–74 იყო საქართვ. სტომატოლოგთა სამეცნ. საზ-ბის თავ-რე, 1974-იდან – საპატიო თავ-რე, 1968-იდან – სსრკ სტომატოლოგთა სამეცნ. საზ-ბის საპატიო წევრი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ .: პირისახის აღდგენითი ქირურგია, თბ., 1968; ქირურგიული სტომატოლოგია და პირისახის აღდგენითი ოპერაციები, თბ., 1973.






ედიბერიძე

გ. ედიბერიძე.

გივი კონსტანტინეს ძე (12. V. 1924, თბილისი, – 16. XI. 1997, იქვე), ინჟინერ-მექანიკოსი. 1949 დაამთავრა საქართვ. პოლიტექნიკური ინ-ტის მექანიკის ფაკ-ტი. 1949–64 მუშაობდა სამთო მიწათმოქმედებისა და სუბტროპ. კულტურების სამეცნ.-კვლ. და საკონსტრუქტორო- ტექნოლოგიურ ინ-ტში ინჟინერ-კონსტრუქტორად, უფრ. ინჟინრად, ჯგუფის ხელმძღვანელად, ხოლო 1966–86 – ამავე ინ-ტის ავტომატიკის განყბის უფროსის მოადგილედ. 1991- იდან იყო აღნიშნული ინსტიტუტის მეცნიერ-კონსულტანტი. ჩაის საკრეფი მანქანის ,,საქართველოს" შექმნაში მონაწილეობისათვის 1967 მიენიჭა ლენინური პრემია.