ედილაშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვახტანგ იასონის ძე (18. XII. 1909, სოფ. ბრეთი, ახლანდ. ქარელის მუნიციპალიტეტი, – 13. IV. 1985, თბილისი), გეოლოგი. გეოლ.-მინერალოგიურ მეცნ. დოქტორი (1965), საქართვ. დამს. გეოლოგი (1984). დაამთავრა ამიერკავკ. ინდუსტრ. ინ-ტი (1934). საქართვ. გეოლ. სამმართველოს სისტემაში ხელმძღვანელობდა აგეგმვითსა და სასარგებლო წიაღისეულის ძებნა- ძიებით სამუშაოებს. არის სხვადასხვა მასშტაბის მრავალი სახელმწ. გეოლ. რუკის ავტორი. იყო საკავშ. გეოლ. სამინისტროს კურატორი კავკ. გეოლ. აგეგმვის საკითხებში. მისმა გამოკვლევებმა დიდად შეუწყო ხელი შაორის ქვანახშირის საბადოს, აგრეთვე თბილისისა და ცაიშის თერმული წყლების ახ. საბადოების აღმოჩენას. 1949–54, როგორც კავკ. ნახშირძიების ტრესტის მთავარი გეოლოგი, ხელმძღვანელობდა გეოლ.-აგეგმვითსა და ძებნა-ძიებით სამუშაოებს იურული ნახშირიანი ნალექების გავრცელების რაიონებში. 1954–65 იყო კავკ. მინერ. ნედლეულის ინტის სექტორის გამგე, 1969–70 – საკავშ. ტრესტ "სპეცგეოფიზიკის" ამიერკავკ. გეოფიზ. ექსპედიციის მთ. გეოლოგი; შეისწავლა ტიტანშემცველობა კავკასიაში, საქართვ. მანგანუმის საბადოები, გეოლ. სუბსტრატის ზედაპირის ხასიათი აჭარა-თრიალეთსა და სამხრ. კახეთში. არის მრავალი სამეცნ. შრომის ავტორი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ .: Геология районов развития среднеюрских угленосных и олигоценовых марганцоносных отложений Грузии и смежных с ней областей, Тб., 1965; О воз- расте верхнеюрской пестроцветной свиты Грузии, «Труды КИМС», 1971, в. 9(11) (თანაავტ. Р. Леквинадзе); Геологическое районирование Кавказа и проблемы круп- номасштабной геологической съемки, Тб., 1975 (თანაავტ.). ვ. ზესაშვილი.


ედილაშვილი

(ე დ ი ლ ი) ზაქარია ერმალოზის ძე (1873, სოფ. ბრეთი, გორის მაზრა, – VIII. 1956, გორი), საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ექიმი ვეტერინარი. დაამთავრა გორის სას. სასწავლებელი (1849) და თბილისის სას. სემინარია. მუშაობა დაიწყო ქ. კავკავში დ. სარაჯიშვილის ქარხანაში. მისივე დახმარებით მოეწყო ქ. ტარტუს ვეტერინალურ ინ-ტში. 1901 სამუშაოდ კავკასიაში განაწესეს. სხვადასხვა დროს მუშაობდა ნახიჩევანში, საინგილოში, გორში. 1925–27 რედაქტორობდა გორის რაიონულ გაზ. „წითელ ქართლს". საინგილოში მოღვაწეობის დროს მან დიდი ინტერესი გამოიჩინა ირგვლივ მიმოფანტული უამრავი ქართ. ძეგლის მიმართ. შეუდგა აღნიშნული მხარის წარსულის ძიებას, შეაგროვა მეტად მდიდარი და უნიკალური მასალა საქართვ. ამ კუთხის შესახებ. პროფესიულმა საქმიანობამ ე-ს ხელი შეუწყო ახლოს გასცნობოდა ხალხის ადათ-წესებსა და საქმიანობას. ამით გააგრძელა და გააფართოვა დიმიტრი და მოსე ჯანაშვილების მიერ დაწყებული საქმიანობა. ე. ქართ. პრესაში ხშირად აქვეყნებდა მასალებსა და ფოტოილუსტრაციებს მრავალ საჭირბოროტო საკითხზე. ამ თემაზე მიმოწერა ჰქონდა გამოჩენილ ქართვ. მოღვაწეებთანაც. მისი მონოგრაფია საინგილოს შესახებ 1940 პირველად დაიბეჭდა ჟურნ. „მნათობში" (#5–12). მთლიანად მის გამოქვეყნებას ხელი შეუშალა მეორე მსოფლიო ომმა, საბოლოოდ წიგნად გამოიცა 1947. ნაშრომში აღწერილია ამ მხარის ბუნება, ისტ. წარსული, ხალხის ყოფა-ცხოვრება, ისტ. ნაშთები, მოსახლეობის, ქალაქებისა და სოფლების ისტორია. დაინტერესებული იყო რუს.-საქართვ. ურთიერთობათა ისტორიით, რ-საც მრავალი გამოკვლევა და წერილი მიუძღვნა. ე-მა კახში მუშაობის დროს დააარსა „სახალხო კოოპერატივი". მან ადგილობრივ მკვიდრთა – ინგილოთა და სხვა ეროვნების ხალხთა – დიდი სიყვარული დაიმსახურა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

თხზ .: ერეკლე მეფე და გრაფი ტოტლებენი, «საქართველო », 1916, ## 134, 136, 139, 140; ვახტანგ მეფე და პეტრე დიდი, ი ქ ვ ე, 1915, ## 133 – 137, 140, 155–158; მეფე თეიმურაზ I-ის დამოკიდებულება რუსეთთან, იქვე,

    1. 78, 101, 103; საინგილო (ისტორიულ-

ეთნოგრაფიული ნარკვევი), თბ., 1947. გ. ნარსია.


ედილაშვილი

ირაკლი ლევანის ძე (10. VII. 1935, თბილისი, – 27. X. 2007, იქვე), ქიმიკოსი. ქიმ. მეცნ. დოქტორი (1986), პროფესორი (1987). დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის ქიმ. ფაკ-ტი (1958). 1958–2007 მუშაობდა საქართვ. ტექნიკურ უნ-ტში, პ. მელიქიშვილის სახ. ფიზიკისა და ორგანული ქიმიის ინ-ტის ნავთობქიმიის ლაბორატორიაში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1987-იდან იყო ლაბორ. გამგე. მცენარეთა დაცვის ინ-ტთან ერთად შეიმუშავა პრეპარატი "კეიმი" სოფლის მეურნეობის მავნებლებთან საბრძოლველად, რისთვისაც მიენიჭა საქართვ. მინისტრთა საბჭოს სიგელი და პრემია. ე-ის კვლევის ძირითადი მიმართულება იყო ნავთობის ზეთების ფოტოქიმიური ჟანგვის ეფექტური ინჰიბიტორების გამოვლენა.