ევაგრიოს სქოლასტიკოსი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(Euagrios Scholasticos) (535 ან 536, სირიის ეპიფანია, – VI ს. დასასრული, ანტიოქია), ბიზანტიელი ისტორიკოსი, ღვთისმეტყველი, იურისტი და ლიტერატორი. მისი მთავარი თხზულებაა "საეკლესიო ისტორია", რ-იც მოიცავს 431– 593 წწ. საყურადღებო ცნობები აქვს პეტრე იბერის ცხოვრებისა და მოღვაწეობის, აფხაზეთში ქრისტიანობის განმტკიცების, 572 სპარსელების წინააღმდეგ სომეხთა და ქართველთა აჯანყების შესახებ. ე. ს. წყაროებს კეთილსინდისიერად და კრიტიკულად ეკიდება და მისი ცნობები ავსებს და აზუსტებს სხვა ბიზანტ. მწერალთა ცნობებს.

თხზ. : [წიგნში] გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 3, 549 თბ., 1936. ნ. ლომოური.