ევგენი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(ერისკაცობაში – ალექსანდრე ფილიპეს ძე ბ ა ჟ ე ნ ო ვ ი) (1784, ტულა, – 1862, ფსკოვი), საქართველოს ეგზარქოსი 1834– 44 წლებში, მანამდე მინსკის ეპისკოპოსი. დაამთავრა მოსკ. სას. აკადემია. 1829 ე. ეპისკოპოსად აკურთხეს. საქართველოში ჩამოსვლისთანავე დაინტერესდა ქართ. ეკლესიების, განსაკუთრებით უმნიშვნელოვანესი ისტორიული ტაძრების მდგომარეობით. მისი ინიციატივით შეკეთდა მცხეთის საპატრიარქო ტაძრის – სვეტიცხოვლის პერანგი, რისთვისაც 30000 მანეთზე მეტი გაიღო. მისივე გადაწყვეტილებით, საქართვ. საეკლ. ხაზინის ხარჯით, სას. სემინარიისთვის შეიძინეს ახალი, გაცილებით ფართო შენობა (ახლანდ. საქართვ. ხელოვნების მუზეუმი), სადაც იგი 1909-მდე იყო განთავსებული. 1837 რუს. იმპ. ნიკოლოზ I-ის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით "სანიტარიული" მიზნით ე-ის განკარგულებით შეთეთრდა საქართველოს ეკლესია-მონასტრები. 1844 ე. ასტრახანის არქიეპისკოპოსად გადაიყვანეს. äòü .: ფ ე რ ა ძ ე ი., საქართველოს ეგზარქოსები, «მოგზაური», 1901, #4; [Епископ Кирион], Краткий очерк исто- рии Грузинской церкви и экзархата за XX ცтолетие, Тфл.,1901; Православная бого- словская энциклопедия, т.4, СПб., 1903. ე. ბუბულაშვილი.