ევდემოზ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(დ ი ა ს ა მ ი ძ ე) (გ. 1643), აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1632, ე. I-ის კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრების დროს, ქართლ-კახეთის ერთიანი სამეფოს მეფე იყო თეიმურაზ I . ე I-ს თეიმურაზთან ნათესაობაც აკავშირებდა (თეიმურაზის ვაჟს – დავითს ცოლად ჰყავდა ე. I-ის დისწული). ამდენად ადვილი ასახსნელია ე. I-ის აქტიური მონაწილეობა ქართლის მეფის, როსტომის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში. გარდა ამისა, კათოლიკოსს უმთავრესად ეროვნ. ინტერესები ამოძრავებდა. მიუხედავად როსტომის ქრისტ. სარწმუნოებისადმი ლოიალური დამოკიდებულებისა, კათოლიკოსისათვის მიუღებელი იყო ყიზილბაშური ტრადიციების გაბატონება-დამკვიდრების ტენდენცია. შეთქმულების მიზანი იყო როსტომის გადაყენება და გაერთ. ქართლ-კახეთის ტახტზე კახეთის მეფის თეიმურაზ I-ის მოწვევა. შეთქმულების დამარცხების შემდეგ ე. I სხვებთან ერთად დააპატიმრეს, ციხეშივე დაახრჩვეს და მისი გვამი ნარიყალას ციხიდან გადააგდეს. დაკრძალულია ანჩისხატის ტაძარში. ე. I საქართველოს ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. მისი ხსენების დღეა 4 (17). X.

ლიტ .: ლ ო მ ი ნ ა ძ ე ბ., მასალები დასავლეთ საქართველოს XVII–XVIII საუკუნეთა ისტორიის ქრონოლოგიისათვის, «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1954, ნაკვ. 31; მ ე ტ რ ე ვ ე ლ ი რ., საქართველოს მეფეები და პატრიარქები, თბ., 2010; საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, რ. მეტრეველის რედ., თბ., 2000. ბ. ლომინაძე.