ევდემონ II

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(ს ა ყ ვ ა რ ე ლ ი ძ ე), აფხაზეთის (დას. საქართველოს) კათოლიკოს-პატრიარქი 1666–69. მის შესახებ ცნობები არ მოიპოვება. ე. თაყაიშვილის ვარაუდით, ხობის მონასტრის გულანში მოხსენიებული "აფხაზთა პატრიარქი ბატონი ევდემო", რ-ის ბრძანებითაც გადაიწერა აღნიშნული გულანი, ე. II უნდა იყოს.

ლიტ .: თ ა ყ ა ი შ ვ ი ლ ი ე., არქეოლოგიური მოგზაურობიდან სამეგრელოში, «ძველი საქართველო », ტ. 3, ტფ., 1913–14; ლ ო მ ი ნ ა ძ ე ბ., მასალები დასავლეთ საქართველოს XVII– XVIII საუკუნეთა ისტორიის ქრონოლოგიისათვის, «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1954, ნაკვ. 31; მ ე ტ რ ე ვ ე ლ ი რ., საქართველოს მეფეები და პატრიარქები, თბ., 2010. ბ. ლომინაძე.