ევერნია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(Evernia), ლიქენების გვარი უსნეასებრთა ოჯახისა. აქვს ბრტყელ-ფირფიტისებრ ნაკვეთებიანი ბუჩქის ფორმის რბილი, მომრგვალებული ან დიქოტომიურად დატოტვილი თალუსი, რ-იც სუბსტრატს ემაგრება სქელი, მოკლე ფეხით – გომფით. მრავლდება სორალებით ან აპოთეციუმებში მოთავსებული სპორებით. იზრდება მერქნიან მცენარეებზე, იშვიათად – ხავსიან ნიადაგზე. საქართველოში ცნობილია 3 სახეობა. იყენებენ პარფიუმერიაში. ც. ინაშვილი.