ევლალე I

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(ე ვ ლ ა თ ი, ე ვ ლ ა ვ ი ო ს ი), ქართლის კათოლიკოსი VI ს. 30-იან წლებში. "მოქცევაQ ქართლისაQს" ქრონიკისა და ჯუანშერის მიხედვით მისი კათოლიკოსობის ჟამს საქართველოში იოანე ზედაზნელის მეთაურობით მოვიდნენ ასურელი მამები , რ-თაც ე. დახმარებას უწევდა. ურთიერთობა ჰქონდა ზედაზნის მონასტერთან. მხითარ აირივანეცის "ქრონოგრაფიულ ისტორიაში" მოიხსენიება როგორც ელთა.

წყარო : ასურელ მოღვაწეთა ცხოვრების წიგნთა ძველი რედაქციები, ილ.აბულაძის გამოც., თბ., 1955; მოქცევაQ ქართლისაQ, წგ.: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგ. 1, ილ. აბულაძის რედ., თბ., 1963; მ ხ ი თ ა რ ა ი რ ი ვ ა ნ ე ც ი, ქრონოგრაფიული ისტორია, ლ. დავლიანიძეტატიშვილის გამოც., თბ., 1990.

ლიტ .: საქართველოს კათოლიკოსპატრიარქები, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2000.