ევლოგია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(ბერძნ. eulogia – კურთხევა, დალოცვა), ეკლესიაში ნაკურთხი სეფისკვერი, წყალი, ხილი და სხვ., რ-ის ნაწილი მორწმუნეებს გადაეცემა სახლში წასაღებად. უფრო ფართო მნიშვნელობით ნიშნავს ეკლესიისადმი შეწირულ ძღვენს. ტერმინი ე. პირველად ახალ აღთქმაში, პავლე მოციქულის კორინთელთა მიმართ მეორე ეპისტოლეში გვხვდება (9. 5).

ლიტ.: Православная энциклопедия, т. 11, М., 2006. ზ. ეკალაძე.