ევმელოს კორინთელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

Eumēlos ho Corinthios) (დაახლ. ძვ. წ. VIII ს.), ძვ. ბერძენი ეპიკოსი პოეტი. ჩვენამდე მოაღწია მისი პოემის "კორიანთიაკას" რამდენიმე მეტ-ნაკლებად სანდო ფრაგმენტმა. პოემა გადმოგვცემს ე. კ-ის მშობლიური ქალაქის (ეფირის, ანუ კორინთის) ლეგენდარულ ისტორიას. ერთერთ ფრაგმენტში (2ც) მოცემულია სხვა ბერძნ. წყაროთაგან სრულიად განსხვავებული ცნობა – აიეტი და ალოევსი ჰელიოსს ანტიოპესგან შეეძინა. მამამ შვილებს გაუყო ქვეყანა – ალოევსს ასოპოსის მხარე ერგო, ხოლო აიეტს – ეფირა. აიეტმა თავისი სამფლობელო ვინმე ბუნოსს დაუტოვა იმ დრომდე, სანამ ვინმე აიეტის ახლობელი არ მობრუნდებოდა იქ, თავად კი კოლხეთს გაემართა. ეს ცნობა ეფირა-კორინთოსსა და კოლხეთს შორის უძველეს კავშირზე მიანიშნებს, ამასთან, იგი პირველად ახსენებს ტერმინს "კოლხისს" და მას აიეტის ლეგენდარულ სამეფო აიასთან აიგივებს. თუკი ეს ფრაგმენტი მართლაც ე. კ-ის დროინდელია, მაშინ იგი უკვე ასახულია არგონავტების თქმულების უძველეს ვერსიებში და კოლხეთთან იდენტურობაზე უნდა მიუთითებდეს.

ლიტ .: უ რ უ შ ა ძ ე ა., ძველი კოლხეთი არგონავტების თქმულებაში, თბ., 1964; H u x l e y G. l., Greek epik poetry from Eumelos to Panyassis, L., 1969; Greek Epic fragments, ed. M.L. West, 2007. რ. ბ. გორდეზიანი.