ევნოცია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(Eunotia), კაჟოვანი წყალმცენარის გვარი პრიმიტიულნაჭდევიანთა ქვერიგისა. უჯრედები ერთეულია ან შეერთებულია ლენტისებრ კოლონიებში. თავისუფლად ცხოვრობს ან მიმაგრებულია სუბსტრატზე. მტკნარი წყლის სახეობებია, გვხვდება კირით ღარიბ წყლებში, ხავსებს შორის, ნესტიან კლდეებზე; დამახასიათებელია მთის წყალსატევებისათვის. ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი ცნობილია 34 სახეობა და სახესხვაობა, რ-ებიც გვხვდება ერთეულებად – E. alpina, E. bidentula, E. bigibba, E. cristo და სხვა. ქ. ყანჩაველი.