ევჟენტი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტის ჩეკურაანთგორის თემში (მცხეთა-მთიანეთის მხარე), ქართლის ქედის აღმ. კალთაზე. ზ. დ. 1200 , თიანეთიდან 15 კმ. 64 მცხ. (2002). წყაროებში ე. პირველად მოხსენიებულია XVI ს-ში. 1579 კახეთის მეფე ალექსანდრემ სვეტიცხოველს დაუმტკიცა ძველად შეწირული სოფ. "ევჟეტი". 1865 ე. შედის თიანეთის ოლქის საყარაულოს სასოფლო თემში, სადაც 12 კომლი ცხოვრობდა. სოფლის განაპირას, ჩრდ-ით, დგას გვიანდ. შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესია. ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყისა და ნატეხი ქვით.