ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ევრაზიის სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ტელესაკომუნიკაციო დერეფნის განვითარების ხელშემწყობი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 1993 ევროკომისიის კონფერენციის გადაწყვეტილებით საქართვ. გახდა TRACECA-ს (სატრანსპორტო დერეფანი ევროპა–კავკასია–აზიისათვის) სახელმწიფოთაშორისი პროგრამის ერთ-ერთი მონაწილე ქვეყანა. საქართვ. პრეზიდენტის 1996 წ. ბრძანებულებით შეიქმნა ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საპრობლემო ცენტრი, რ-ის ბაზაზე შემდგომ ჩამოყალიბდა ე. ს. დ. ს. ც. (ფუნქციონირებს 2000 წ. 1 მაისიდან). ცენტრის საქმიანობის მიზანია: სატრანსპ. დერეფნის საინვესტიციო პროექტების მომზადება და მათ განსახორციელებლად ინვესტიციების მოზიდვა, სატრანსპ. დერეფნის ტერიტორიაზე ეკონ. განვითარების ზონების დაპროექტება, შესაბამისი საკანონმდებლო აქტების პროექტთა მომზადება, საინვესტიციო- საკონსულტაციო და საექსპერტიზო საქმიანობა, საერთაშ. საფინანსო ორგანიზაციების მიერ სატრანსპ. დერეფნისთვის გამოყოფილი საკრედიტო რესურსების მართვა. წლების მანძილზე ცენტრი საქმიანობს უცხ. ინვესტიციების მოზიდვისა და სატრანსპორტო პროექტების მართვის სფეროში. მსოფლიო ბანკის სატრანსპორტო პროექტებია: ტრანსპ. რეფორმის (1996–2001), საქართვ. ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს რესტრუქტურიზაციის (1998–2003), საავტ. გზების (2000–05), შიდასახელმწიფო და ადგილობრივი გზების (2004–11), აღმ.–დას-ის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (I–III პროექტი; 2006–13), ვაზიანი–გომბორი– თელავის გზის (2009–13), აზიის განვითარების ბანკის (ქ. ზესტაფონისა და ქ. ქუთაისის შემოვლითი გზები; 2010–14), იაპონიის განვითარების ასოციაციის (ქ. ქობულეთისა და ქ. ბათუმის შემოვლითი გზები; 2010–15) და სხვა პროექტები. ცენტრი ახორციელებს აგრეთვე იაპონიის, ჰოლანდიის, აშშ-ის მთავრობათა მიერ გამოყოფილი გრანტების ათვისების მართვას. გ. ცაგარელი.