ევროპის სახლი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ორგანიზაცია, კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიული პირი. დაფუძნებულია საქართვ. სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე 2009 წ. 27 ივლისს. ე. ს-ის დამფუძნებლები არიან: ა(ა)იპ "საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების 561 კვლევის ფონდი" (უფლებამოსილი პირები: – ა. რონდელი, ნ. ყანჩელი). ე. ს. თავის საქმიანობას ახორციელებს საქართვ. კონსტიტუციის, სამოქალაქო კოდექსის, საქართვ. სხვა ნორმატიული აქტებისა და საკუთარი წესდების შესაბამისად. ე. ს-ის მმართველი ორგანოა ადმინისტრაციული საბჭო. საბჭოში შედის არანაკლებ 2 და არაუმეტეს 4 წევრი; საბჭოში თანამდებობრივად შედის აგრეთვე აღმასრულებელი დირექტორი. ე. ს-ს გააჩნია ანგარიში საქართვ. საბანკო დაწესებულებაში (როგორც სალარო, ასევე სავალუტო). ე. ს-ის მიზანია: საქართველოში ევრ. ღირებულებებისა და კულტურის გავრცელება, ევრ. ინსტიტუციების პოპულარიზაცია, ევროპაში საქართველოს ინტეგრაციის პროცესების ხელშეწყობა. დასახული მიზნების მისაღწევად ე. ს. ხელს უწყობს საქართველოსა და ევროპაში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების ურთიერთობას; აარსებს ევრ. შესახებ საინფორმაციო ცენტრს, რ-იც ეწევა საქართვ. მოსახლეობის ინფორმირებას ევრ. ინსტიტუციებისა და მათი საქმიანობის შესახებ; აარსებს ევრ. ენების შემსწავლელ სერტიფიცირებულ კურსებს. აწყობს გამოფენებს, სემინარებს და თემატურ შეხვედრებს ევრ. კულტურისა და ღირებულებების საკითხებზე; გამოსცემს პერიოდულ და თემატურ გამოცემებს ევრ. ისტორიის, კულტ. მემკვიდრეობის, თანამედროვეობისა და ინსტიტუციების შესახებ; მართავს თემატურ საჯარო განხილვებს საქართველოევრ. ურთიერთობების შესახებ; ხელს უწყობს საქართველოში არსებული არასამთავრობო სექტორის აქტ. კავშირს ევროპაში არსებულ პარტნიორებთან; მონაწილეობას იღებს ევროკავშირისა და ინდივიდუალური ევრ. სახელმწიფოების მიერ საქართველოში განხორციელებულ პროგრამებში; დახმარებას უწევს ევროპელ მეცნიერ- მკვლევრებს, საზ. მოღვაწეებს, ხელოვანებს; ასევე ორგანიზაციის წესდების შესაბამისად, ხელს უწყობს ევრ. ინსტიტუციებისა და ევრ. სახელმწიფოების წარმომადგენლობების საქმიანობას საქართველოში; ორგანიზებას უწევს და ასრულებს ნებისმიერ კანონიერ მოქმედებას, რაც უკავშირდება ე. ს-ის მიზნების განხორციელებას. ნ. ყანჩელი.