ევროპული მონეტების განძი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ევროპული მონეტების განძი. გეორგ ვილჰელმის მონეტა. ვერცხლი. XVII ს. ზემოთ – შუბლი, ქვემოთ – ზურგი. ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი. თბილისი.

პოლონური პოლტორაკებისა და ბრანდენბურგულ-პრუსიული დრაიპოლკერების განძი. აღმოჩენილია თბილისში, ყოფ. ტრამვაიტროლეიბუსის პარკის (დიდუბის რ-ნი) ტერიტორიაზე. პოლონური მონეტები (19 ც.) სიგიზმუნდ IIIის პერიოდს (1587–1632) ეკუთვნის და ყველა მოჭრილია ბიდგოშჩის ზარაფხანაში. 3 ც. მიეკუთვნება მარკგრაფ გეორგ ვილჰელმს (1619–40) და მოჭრილია კროსენის ზარაფხანაში. მონეტები დაცულია საქართვ. ეროვნ. მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმში. გ. დუნდუა.