ევსტათი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კათოლიკოს-პატრიარქი, დაახლ. XI ს. I ნახევარში. ზეობის წლები უცნობია, მოიხსენიება ნიკორწმინდის ხელნაწერის კათოლიკოსთა სიაში. მის სახელს მოსდევს კათოლიკოსების გიორგი III-ის, დიმიტრის და ბასილი IIIის სახელები.

ლიტ .: თ ა ყ ა ი შ ვ ი ლ ი ე., მეფეთა და კათალიკოსთა სულთა მატიანე ნიკორწმინდის ხელნაწერში "დაბრუნება", წგ.: ქართული ემიგრანტული ლიტერატურა, გ. შარაძის რედ., ტ. 1, თბ., 1991; საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2000.