ევტუშენკო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ე. ევტუშენკო.

ევგენი ალექსანდრეს ძე (დ. 18. VII. 1933, სადგური ზიმა, ირკუტსკის ოლქი), რუსი პოეტი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. სწავლობდა მ. გორკის სახ. ლიტერატურულ ინ-ტში (1951–54). ნაწარმოებებს აქვეყნებს 1949-იდან. ლექსების პირველი კრებ. "მომავლის მზვერავები" გამოსცა 1952. ავტორია ლექსთა კრებულებისა: "ენთუზიასტთა გზატკეცილი" (1956), "დაპირება" (1957), "სინაზე" (1962), "მოდის თეთრი თოვლი" (1969), "ინტიმური ლირიკა" (1973), "ფანჯარა თეთრ ხეებს გადაჰყურებს" (2007), "ჩემი ფუტბოლიადა" (1969–2009) და სხვ. ე. უპირატესად ლირიკოსი პოეტია, თუმცა მისი შემოქმედებისათვის არც პუბლიც. ნაკადია უცხო. ეკუთვნის პოემებიც, რ-თაგან განსაკუთრებით გამოირჩევა პუბლიც. პოემა "ბრატსკის ჰესი" (1965) და "ყაზანის უნივერსიტეტი" (1970). მისი შემოქმედება შთაგონებულია პოეტის თანამედროვე საზოგადოების ცხოვრებითა და პრობლემებით, ჭარბობს სამოქალაქო მოტივი. 1982 გამოაქვეყნა ავტობიოგრაფიული ხასიათის რომანი "კენკროვანი ადგილები", რ-იც საფუძვლად დაედო მისივე რეჟისორობით გადაღებულ მხატვრულ ფილმს. სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობამ გაამდიდრა მისი შემოქმედება. 1991-იდან ე. ცხოვრობს და მოღვაწეობს აშშ-ში. ე. თავისი შემოქმედებით ადრიდანვე დაუკავშირდა საქართველოს და ქართვ. პოეტებს. მან რუს. ენაზე თარგმნა შოთა რუსთაველის პოემა, ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, ვაჟა-ფშაველას და ასევე თავისი თანამედროვე ქართვ. პოეტების ლექსები. თბილისში გამოვიდა ე-ს საქართველოსადმი მიძღვნილი ლექსების კრებულები: "მშვილდი და ლირა" (1959) და "მიწაზე მძიმე" (1979, გამომც. "მერანი"). ამ უკანასკნელში შეტანილია მის მიერ თარგმნილი ქართვ. პოეტების (გ. აბაშიძე, ი. აბაშიძე, რ. ამაშუკელი, ა. კალანდაძე, კ. კალაძე, გ. ლეონიძე, მ. მაჭავარიანი, ა. მირცხულავა, კ. ნადირაძე, ი. ნონეშვილი, მ. ქვლივიძე, ს. ჩიქოვანი, თ. ჭილაძე, ო. ჭილაძე და სხვ.) ლექსები. ე-ს პოეტური ნაწარმოებები თარგმნილია ქართ. ენაზე.

თხზ .:Собр. соч. в 3-х томаx, М., 1983; Стихотворения и поэмы в 3-х тт. Предисл. Ч. Айтматова, М., 1987; Зеленая калитка. Стихотворения, поэмы, переводы, проза. Вступ. статья Г. Гвердцители, Тб., 1990; [წიგნებში]: სიბრძნე სიყვარულისა (საბჭოთა პოეტების ლექსები), თბ., 1963; შთაგონება (თანამედროვე ახალგაზრდა რუსი პოეტების ლექსების კრებული), თბ., 1964; გზაჭრილი. პოემა, თბ., 1976; როცა ორმოცი წლისაა კაცი, თბ., 1979; ორი ქალაქი, თბ., 1985.

ლიტ .: Л а в л и н с к и й Л., „Сороко- летье – ცтрогая пора“. О лирике Евгения Евтушенко, «Дружба народов», 1971, №8.