ეზატი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი კასპის მუნიციპალიტეტის კავთისხევის თემში (შიდა ქართლის მხარე), მდ. კავთურის (მტკვრის მარჯვ. შენაკადი) ხეობაში. ზ. დ. 720 , კასპიდან 10 კმ, კავთისხევიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 6 კმ . 307 მცხ. (2002). ე. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XIV ს-ში. გიორგი სააკაძემ ე-ის მამულები უბოძა იმერეთიდან გადმოსულ ჩივაძეებს. 1398 ალექსანდრე მეფემ ე-ის შეწირულობა განუახლა სვეტიცხოველს. ვახუშტი ბატონიშვილის აღწერით (XVIII ს.) ე. კავთისხევს ეკუთვნის. სოფელში, ჩივაანთ უბანში, დგას გვიანდელი შუა საუკუნეების ნათლისმცემლის დარბაზული ეკლესია.

ლიტ. : ვ ა ხ უ შ ტ ი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, თ. ლომოურის და ნ. ბერძენიშვილის რედ., თბ., 1941; მ ა კ ა ლ ა თ ი ა ს., კავთურას ხეობა, თბ., 1960.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=ეზატი&oldid=3100-დან“