ეზიდები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეზიდი ქალები. XX ს. შუა ხანა. თბილისი

(საკ. სახელწ. ე ზ დ ი), ქურთების ნაწილი, სუბეთნოსი დიდ ქურთულ ეთნიკურ ჯგუფში, რ-იც აღიარებს ეზიდიზმს . სხვადასხვა წყაროს თანახმად, ე-ის რიცხვი მილიონს აღწევს. მათი ძირითადი ნაწილი ისტ. ტერიტორიაზე – სამხრ. ქურთისტანში (ერაყი) ცხოვრობს, ნაწილი კი – სამხრ.-დას. და ჩრდ. ქურთისტანში, აფრიკაში, უკრაინაში, სომხეთში, რუსეთის ფედერაციასა და დას. ევრ. ქვეყნებშიც. ლაპარაკობენ კურმანჯიზე – ქურთებში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დიალექტზე. ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი ე. ვანის ვილაიეთიდან, ბაიაზიდის სანჯაყიდან, სურმალის მაზრიდან და ყარსის ოლქიდან გადმოსახლდნენ, რაც ოსმ. იმპერიაში მუსლიმების მიერ მათმა დევნამ განაპირობა. ე-ის ძირითადი ნაწილი 1918-იდან შემოვიდა. ე. უმთავრესად თბილისის ძვ. უბნებში (სოლოლაკი, ვერა, ზემელი, დიდუბე, მეიდანი და ა. შ.), ასევე კახეთში, თიანეთში, ოზურგეთსა და ბათუმში დასახლდნენ. ისტ. ცნობებზე დაყრდნობით, ე-სა და ქართველებს შორის გარკვეული ურთიერთობა შემდგარა ერეკლე II-ის დროს. მას მიწერ- მოწერა ჰქონდა ეზიდ დიდებულ ჩობან აღასთან ოსმალეთზე ერთობლივი ლაშქრობის მოწყობის თაობაზე, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო ეს ჩანაფიქრი ვერ განხორციელდა. საქართველოში, 2002 აღწერის მიხედვით 19200 ეზიდი ცხოვრობდა.

ლიტ .: ნ ა დ ი რ ა ძ ე ე., მსოფლიოს რელიგიები, თბ., 2005; რელიგიები საქართველოში, თბ., 2008.