ეზიკაშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოთარ სიმონის ძე [18 (31). XII. 1915, ქუთაისი, – 26. IX. 1994, თბილისი], ინჟინერმექანიკოსი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1954), პროფესორი (1955), საქართვ. მეცნიერებისა და ტექნიკის დამს. მოღვაწე (1967). დაამთავრა საქართვ. ინდუსტრიული ინ-ტის ენერგომექანიკის ფაკ-ტი (1939). 1939–42 მუშაობდა ქუთაისის ლითოფონის ქ-ნის მთავარი ინჟინერ-მექანიკოსის მოადგილედ, 1942–46 – თბილისის ელექტრომექანიკური ქ-ნის დირექტორად, 1946-იდან – საქართვ. პოლიტექნიკურ ინ-ტში, სადაც 1954-იდან იყო მანქანათა ნაწილებისა და ამწევ-სატრანსპ. მანქანების კათედრის გამგე; 1990-იდან გარდაცვალებამდე – ამავე კათედრის პროფესორი. ე-ის სამეცნ. შრომები ეხება მანქანათა გაანგარიშებადაპროექტების მეთოდების სრულყოფას. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ .: მანქანათა ნაწილები (სახელმძღვანელო), ნაწ. 1–2, თბ., 1975–77.