ეზრა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

X ს. ჰიმნოგრაფი, ავტორი ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი საგალობლისა, რ-იც მიძღვნილია ექვთიმე პალესტინელისადმი. ე-ს თხზულება მოთავსებულია მიქაელ მოდრეკილის ჰიმნოგრაფიულ კრებულში (978–988). საგალობელი აკროსტიქულია: "ეზრა. ქრისტე, ადიდე საურმაგ და ძე მისი მირვან, ამენ". მამა-შვილი საგალობლის შემკვეთნი უნდა იყვნენ. კ. კეკელიძის აზრით, ე. უნდა იყოს გიორგი მერჩულის "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში" მოხსენიებული ანჩის ეპისკოპოსი, თანამედროვე ბაგრატ ერისთავთერისთავისა (გ. 966).

თხზ. : დასდებელნი წმიდისა ევთUმი მოღუაწისანი, წგ.: ჩვენი საუნჯე, [ტ.] 1, თბ., 1960.

ლიტ .: კ ე კ ე ლ ი ძ ე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960; ჯ ღ ა მ ა ი ა ლ., X საუკუნის ქართველი ჰიმნოგრაფები, «მაცნე». ენისა და ლიტ. სერია, 1973, #4. შ. ონიანი .

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=ეზრა&oldid=3115-დან“