ეზრა ანჩელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანჩის ეპისკოპოსი XI ს. I ნახევარში. ბაგრატ IVის ცენტრალისტური პოლიტიკის მომხრე. ბიზანტ. აგრესიის დროს ე. ა. და საბა მტბევარი სათავეში ჩაუდგნენ შავშეთ-კლარჯეთის თავდაცვის ორგანიზაციას, გაამაგრეს ეს მხარე და მტერს არ მისცეს ქვეყნის დაპყრობის საშუალება. ე. ა. საქართვ. სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად. მოიხსენიება 5 (18). X. კლარჯეთის უდაბნოს ღირს მამათა და დედათა (VIII–IX სს.) შორის.

წყარო: მატიანე ქართლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955. ლ. ფარცხალაძე.