ეზრა მთაწმიდელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

XI ს. ჰიმნოგრაფი, ათონის ივერთა მონასტრის მოღვაწე. მონასტრის ერთ-ერთი დამაარსებლის იოანე მთაწმიდლის სახელზე 1044–74 შეუთხზავს საგალობელი (ადრინდ. ნუსხა თარიღდება 1074-ით), რ-შიც, იოანესთან ერთად, შექებულია მისი შვილი ექვთიმე მთაწმიდელიც. ჰიმნოგრაფს უსარგებლია გიორგი მთაწმიდლის ჰაგიოგრაფიული თხზულებით "იოანესა და ექვთიმეს ცხოვრება", საიდანაც ამოუღია ფაქტობრივი მასალა, ცალკეული ფრაზები და მხატვრული სახეები.

თხზ . იხ.: ათონის ივერიის მონასტრის 1074 წლის ხელთნაწერი აღაპებით, თბ., 1901; ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, I, შედგენილი ს. ყუბანეიშვილის მიერ, თბ., 1946. ლ. ჯღამაია.