ეკალაურის განძი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ძვ. წ. XI ს. ბრინჯაოს ნივთების განძი. აღმოჩნდა 1960 სოფ. ერგეთში (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი), ეკალაურის უბანში, ადგილ ხორჩენაზე. განძში შედის ბრინჯაოს 2 ცული, 4 თოხი, 2 წალდი და წიდა. ბრინჯაოს ერთი ცული დ. ქორიძისეული III სახეობისაა, მეორე – IV ქვესახეობის. ოთხივე თოხი ტრაპეციის ფორმისაა, ფართოპირიანი. ერთი წალდი დაზიანებულია. განძი დაცულია ხ. ახვლედიანის სახ. აჭარის სახელმწ. მუზეუმში.

ლიტ .: რ ა მ ი შ ვ ი ლ ი ა., კოლხეთის მატერიალური კულტურის ისტორიიდან, ბათ., 1974; ქ ო რ ი ძ ე დ., კოლხური კულტურის ისტორიისათვის, თბ., 1965. ა. რამიშვილი.