ეკალაძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ი. ეკალაძე.

ია (ნამდვ. გვარი და სახელი – ც ი ნ ც ა ძ ე იაკობ თომას ძე) [14(26). III. 1872, სოფ. ჯავა, გორის მაზრა, ახლანდ. ცხინვალის მუნიციპალიტეტი, – 11. X. 1933, თბილისი], მწერალი და საზოგადო მოღვაწე. 1893 გარიცხეს თბილ. სას. სემინარიიდან როგორც "პოლიტიკურად საეჭვო". 1911 დაამთავრა ყაზანის უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტი. იყო გაზ. "ქართლის" (1912–13), "სამშობლოს" (1915– 16), "სამშობლოს" სურათებიანი დამატების რედ.-გამომცემელი. 1894 გაზ. "ივერიაში" თომაანთ კობას ფსევდონიმით გამოაქვეყნა პირველი მოთხრობა "ილიკო ბედენიძე", 1897 – მოთხრ. "რას იცინი?" ე. ქართვ. ხალხოსან მწერალთაგან განსხვავებით, უმთავრესად აღწერდა წვრილბურჟუაზიული ინტელიგენციის ცხოვრებას. დაბეჩავებულ გლეხებში განათლების შეტანისთვის მებრძოლი ღარიბი ინტელიგენციის ბედია აღწერილი მოთხრობაში "თეო" (1895), წვრილბურჟუაზიული ფენის ცხოვრების წესია ნაჩვენები მოთხრობებში: "წერილები", "ჩემი ცოდვა გქონდეს!" (1894), "კრებაზე" (1897). ქართ. სცენაზე წარმატებით იდგმებოდა ე-ის პიესა "ნომერი ოცდაერთი ჯვრით" (1916). მასვე ეკუთვნის პატრ. სულისკვეთებით გამსჭვალული თეთრი ლექსები, რ-თაც "ლექსისებურს" უწოდებდა. 1927 მისი რედაქტორობით გამოვიდა "ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის ანთოლოგია" (ტ. I, II – 1928, III – 1930).

თხზ .: რჩეული ნაწერები, ტფ., 1934; კრებული, თბ., 1949.

ლიტ .: ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 5, თბ., 1982. ა. მირიანაშვილი.