ეკალი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

1. იუმორისტული ჟურნალი, გამოდიოდა თბილისში 1907. იბეჭდებოდა პოლიტ. სატირით გამსჭვალული წერილები, კარიკატურები, რ-ებიც ეკუთვნოდა როტერსა (ო. შმერლინგი) და გ. ზაზიაშვილს. თარიღის აღუნიშნავად გამოვიდა ორი ნომერი (რედ. – ა. წერეთელი, გამომც. – თ. ბაქრაძე). 2. ყოველკვირეული იუმორისტული ჟურნალი სოციალ-დემოკრატიული მიმართულებისა, გამოდიოდა თბილისში 1907–08. ლიტ. გარდა იბეჭდებოდა სტატიები პოლიტეკონომიის საკითხებზე, როტერისა (ო. შმერლინგი) და გ. ზაზიაშვილის კარიკატურები და სხვ. 1907 გამოვიდა 7 ნომერი, 1908 – 5 (რედ.-გამომც. – პ. გაჩეჩილაძე). დაიხურა თბილ. გენ.- გუბერნატორის განკარგულებით.


ეკალი

ყოველდღიური პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი სოციალ-დემოკრატიული მიმართულებისა. გამოდიოდა თბიეკატერინე ლისში 1908. გამოვიდა 32 ნომერი (რედ.-გამომც. – პ. გაჩეჩილაძე). დაიხურა თბილისის გენ.- გუბერნატორის განკარგულებით.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=ეკალი&oldid=3174-დან“