ეკატერინე II-ის განაწესი 1767

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რუსეთის იმპერიის სამართლებრივი ძეგლი, ფილოს.- იურიდ. ტრაქტატი სახელმწიფო, ადმინისტრაციული, სამოქალაქო და სისხლის სამართლის, აგრეთვე სასამართლო პროცესის საკითხებზე. განაწესი დაწერა ეკატერინე II-მ ახ. სჯულდების შემდგენელი კომისიის დეპუტატთა სახელმძღვანელოდ. გამოიცა რუსულად, ფრანგულად, გერმანულად და ლათინურად. შეიცავს განმანათლებლური ლიტ-რის აზრებსა და მოარულ გამონათქვამებს. განაწესი 1786 ქართ. ენაზე თარგმნა გ. ნაცვლიშვილმა. საქართველოში XVIII ს. დამლევს განმანათლებლური იდეების სულისკვეთებით შედგენილი კანონპროექტები, კერძოდ, "სამართალი ბატონისშვილის დავითისა", მოწმობს, რომ მათი შემუშავება ე. II-ის გ-ის გათვალისწინებით ხდებოდა.

ლიტ .: სამართალი ბატონისშვილის დავითისა, დ. ფურცელაძის გამოც., თბ., 1964, გვ. 08–010, 016, 075 და სხვ. დ. ფურცელაძე.