ეკიზაშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიორგი კარლოს ძე ( დ. 13. II. 1943, ბათუმი), მწერალი, მთარგმნელი. 1964 დაამთავრა თსუ-ის დას. ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკტის ფრანგული განყ-ბა. 1969-იდან მოღვაწეობს თსუ-ში. 1998–2004 ლექციებს კითხულობდა თბილ. ენისა და კულტურის სახელმწ. უნტში. პირველი თარგმანი (ა. კამიუს ნოველა "სტუმარი") 1968 გამოაქვეყნა თსუ-ის სალიტ. ალმანახში "პირველი სხივი". მისი თარგმანები (შ. ბოდლერი, გი დე მოპასანი, ა. რემბო, მ. მეტერლინკი, გ.აპოლინერი, ა. მორუა, ე. ბაზენი, ფ. საგანი, ჟ. პ. სარტრი, ნ. საროტი) იბეჭდება ქართულ ჟურნალ- გაზეთებში. 1981 კრებულში "ფრანგული დრამა" დაიბეჭდა ე-ის ნათარგმნი მოლიერის პიესა "დონ ჟუანი". ცალკე წიგნებადაა გამოცემული თარგმანები: მ. უელბეკის "ბრძოლის ველის განვრცობა" (2000), ს. ბეკეტის "თამაშის დასასრული" (2001), პ. მოდიანოს "დორა ბრუდერი" (2001), ა. კამიუს "სამტომეული" (ესეები და ნოველები; 2003), ა. დე სენტ-ეგზიუპერის "პატარა პრინცი" (2004). გამოქვეყნებული აქვს საკუთარი ლექსების ორი კრებული: "ტრამალები" (2002) და "ბილიკები" (2006). 2001 საფრ. მთავრობის გადაწყვეტილებით, "ფრანგული კულტურის წინაშე დამსახურებისათვის", ე-ს გადაეცა საფრ. სახელმწ. ორდენი "აკადემიური პალმის რტოს ოფიცერი". 2009 წლის საუკეთესო თარგმანისათვის (დ. პენაკი, "ძაღლი ძაღლი") ე-ს მიენიჭა ლიტერატურული პრემია "საბა".