ეკის განძი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფ. ეკში (სენაკის მუნიციპალიტეტი) 1971 აღმოჩენილი ვერცხლის მონეტების განძი (907 ც.). მასში შედის პართიის მეფე ოროდე I-ის დრაქმა და რომის იმპერატორების – ნერვას, ტრაიანეს, ადრიანეს, ანტონინუს პიუსის, ლუციუს ვერუსის, კომოდუსის, პერტინაქსის, ნიგერიუსის, სეპტიმიუს სევერუსის, იულია დომნას, კარაკალას, გეტას, ელა გაბალუსისა და ალექსანდრე სევერუსის სახელით მოჭრილი დიდრაქმები და დენარები. ე. გ-ის 774 მონეტა მოჭრილია კესარიის ზარაფხანაში, 131 ც. კი – რომისა და რომის იმპერიის აღმ. პროვინციების ზარაფხანებში, გარდა ამისა არის 1 პართული დრაქმა და 1 კესარიული დრაქმის მინაბაძი. ე. გ-ის ყველაზე გვიანდ. მონეტა თარიღდება 222 წლით.

ლიტ .: დ უ ნ დ უ ა გ., საქართველოს სამონეტო განძები (რომაული ხანის მონეტები სოფ. ეკიდან და სეფიეთიდან), თბ., 1979; დ უ ნ დ უ ა გ., წ ი რ ღ ვ ა ვ ა ვ., ეკის განძი, «ძეგლის მეგობარი», 1971, #27–28; Д у н д у а Г. Ф., Клад римских монет I–III вв. из с. Эки, «Краткие сообщения Ин-та археологии АН СССР», 1977, №151. გ. დუნდუა.

Ekis gandzi-1.jpg
Ekis gandzi-2-zurgi.jpg

ადრიანეს დიდრაქმა. ვერცხლი. II ს. ზემოთ – შუბლი,

ქვემოთ – ზურგი. ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი.

თბილისი

Septimusis-aversi.jpg
Ekis gandzi-3-zurgi.jpg

სეპტიმუს სევერუსის დენარი. ვერცხლი. II–III სს.

ზემოთ – შუბლი, ქვემოთ – ზურგი. ს. ჯანაშიას სახელობის

საქართველოს მუზეუმი.

თბილისი.