ეკლესიათა მსოფლიო საბჭო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(World Council of Churches), ეკუეკი მენური მოძრაობის ხელმძღვანელი ორგანო. შეიქმნა ამსტერდამში 1948. აერთიანებს მართლმადიდებელი ეკლესიების უმრავლესობას და პროტესტანტული კონფესიების მნიშვნელოვან ნაწილს. 1961 ე. მ. ს-ს წევრი გახდა რუს. მართლმადიდებელი ეკლესია, 1963 კი – საქართვ. მართლმადიდებელი ეკლესია. 1978–83 წლებში სრულიად საქართვ. კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ე. მ. ს-ს ერთ-ერთი პრეზიდენტი იყო. ე. მ. ს-სა და ეკუმენური მოძრაობის მიზანია ქრისტ. ეკლესიებისა და კონფესიების გაერთიანება. მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციის მიხედვით, გაერთიანება მოხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ყველა დაუბრუნდება ერთადერთ ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ეკლესიას. პროტესტანტები კი ხელშეკრულების ან კონფედერაციის პოზიციებზე დგანან. საქართვ. ეკლესიამ 1997 დატოვა ე. მ. ს-ს რიგები. ვ. კობახიძე.