ეკლესიის მამები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქრისტიანული ეკლესიის დოგმატიკისა და ორგანიზაციის შემქმნელი ცნობილი მოღვაწეების (II–VIII სს.) ტრადიციული სახელწოდება. კათოლ. ეკლესიაში "ე. მ." არიან ამბროსი მედიოლანელი, ავგუსტინე ნეტარი, იერონიმე და გრიგოლ I დიდი, მართლმადიდებელში – ათანასე ალექსანდრიელი, ბასილი დიდი კესარიელი, გრიგოლ ნაზიანზელი (გრიგოლ ღვთისმეტყველი), გრიგოლ ნოსელი, იოანე ოქროპირი, იოანე დამასკელი. "ე. მ-ს" მიაკუთვნებენ გარკვეული პერიოდის საეკლ. მოღვაწეებს (ზოგი მეცნიერი თვლის, რომ ეს პერიოდი XII ს-მდე გრძელდება) და ეკლესიის მიერ წმინდანებად შერაცხულ იმ პირებს, რ-თა მოძღვრება ორთოდოქსულად არის მიჩნეული. "ე. მ-ის" არაერთი დოგმატიკური, ლიტურგიკული, მორალისტურასკეტური, ჰაგიოგრაფიული თუ ფილოს. ნაწარმოები ითარგმნა ქართულად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ძვ. ქართულ მწერლობაში ბასილი დიდის თხზულებამ "ექუ¤სთა დღეთაQ", გრიგოლ ნოსელის "კაცისა შესაქმისათUს", ათანასე ალექსანდრიელის "ცხოვრება წმიდისა ანტონისი" და სხვ. თხზულებები თარგმნეს ექვთიმე და გიორგი მთაწმიდლებმა, ეფრემ მცირემ, გრიგოლ ოშკელმა, დავით ტბელმა და სხვ. იხ. აგრეთვე პატრისტიკა.