ეკლექტიზმი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ე კ ლ ე ქ ტ ი კ ა, ე კ ლ ე ქ ტ ი ც ი ზ მ ი (<ბერძნ. eklektos – ამორჩეული, განსხვავებული), სხვადასხვაგვარ შეხედულებათა, იდეათა, ანდა თეორიათა ნებისმიერი, უბრალო შეერთება. ტერმინი ე. ფილოსოფიაში შემოიტანა და დაამკვიდრა პოტამონ ალექსანდრიელმა (II ს.), რ-იც თავის სკოლას ეკლექტიკურს უწოდებდა. ე. ემყარება ერთი სახეობის ლოგიკური საფუძვლების მეორეთი ჩანაცვლებას, ცვლილებათა მეტაფიზიკურ აბსოლუტიზაციას და ადამიანური შემეცნების რელატიურობას, ფარდობითობას. ეკლექტიკურ გააზრებათა უნაყოფობას სოკრატედან და არისტოტელედან მოყოლებული, არაერთი ფილოსოფოსი აღნიშნავდა. ე-ის ტიპური წარმომადგენლები არიან ფილონი, ციცერონი. ე-მა გავლენა მოახდინა ეპიკურეიზმსა და პერიპატეტიზმზე. ე-მა დროთა განმავლობაში აშკარად პოზიტიური შეფერილობა მიიღო და თავისებური "სტატუსკვოც" შეიძინა, – იგულისხმება ფილოს. აზროვნების პანესთეტიკურ-ესეისტური (ფ. ნიცშე) და ინტერტექსტუალური ხასიათი, რომლის უკიდურესი ფორმა XX ს. 50–60-იან წწ. დამკვიდრდა და გამოიხატა პ ო ს ტ ს ტ რ უ ქ ტ უ რ ა ლ ი ს ტ უ რ - პ ო ს ტ ს ე მ ი ო ლ ო გ ი უ რ ი შეხედულებებით (რ. ბართი, ჟ. დერიდა, უ. ეკო და სხვ.). ქ ა რ თ უ ლ ფ ი ლ ო ს . ა ზ რ ო ვ ნ ე ბ ა შ ი ე-ის მეთოდური სახეობა, ანუ "პრინციპული ეკლექტიზმი", არ გამოვლენილა, თუმცა მისი გარკვეული თავისებურებანი იკვეთება კ. კაპანელის (1889– 1952) "ორგანოტროპიზმში" (1925), შ. ნუცუბიძის "ალეთოლოგიის საფუძვლებსა" (1922) და "მონისტური ესთეტიკის საფუძვლებში" (1929), მოგვიანებით კი – მ. მამარდაშვილის ნააზრევში. ე-ის ნიშნებს შეიცავს იმ ქართველ ფილოსოფოსთა შემოქმედება, რ-თა აზროვნებაც ინტერდისციპლინარულ ხასიათს ატარებს; ეს ნიშნები ვლინდება აგრეთვე იმ ავტორთა ნაშრომებში, სადაც იგრძნობა ხელოვნ. ფილოს. მეტათეორიის, ანდა მეტაფილოსოფიური კონსტრუქციების აგების მცდელობა (ა. ბეგიაშვილი). ა რ ქ ი ტ ე ქ ტ უ რ ა ს ა და ს ა ხ ვ ი თ ხ ე ლ ო ვ ნ ე ბ ა შ ი ე. სხვადასხვა წარმომავლობისა და ბუნების ელემენტების მექანიკური გაერთიანებაა. ე. თავს იჩენს დიდ მხატვრულ მიმართულებათა დაცემის პერიოდებში (გვიანდ. ანტიკური, გვიანდ. რომაული ხელოვნება; XIV–XVIII სს. ქართ. საეკლ. ხუროთმოძღვრება). XIX ს. II ნახევარში ე. გაბატონდა ევრ. არქიტექტურაში. ამ პერიოდში დაიწყეს სხვადასხვა სტილის ფორმების არაკრიტიკულად გამოყენება, აგრეთვე ახდენდნენ საპირისპირო არქიტ. ელემენტების შერწყმას (ნეორენესანსი,ნეოროკოკო და სხვ.). ე-მა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია „მოდერნის" სტილის ჩამოყალიბებაზე. ეკლექტიკური ტენდენციები ფართოდ გავრცელდა XX ს. 60-იანი წლებიდან „პოსტმოდერნისტულ" არქიტექტურაში (აშშ; დას. ევროპა). ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი ევროპული ე-ის რიგზეა აგებული XIX ს. II ნახ. და XX ს. დამდეგის მრავალი საზ. ნაგებობა და საცხოვრ. სახლი (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, სოხუმი და სხვ.). თბილისში წარმოდგენილი სხვადასხვა ფსევდოისტორიული სტილიდან აღსანიშნავია ფსევდორენესანსული, რ-ის ნიმუშია სასტუმრო „მაჟესტიკი" XX ს. 10-იანი წწ. არქიტ. გ. ტერმიქელოვი

ახლანდ. „თბილისი

მარიოტი"); ფსევდობაროკული, რ-ის ნიმუშია საარტისტო საზ-ბის სახლი (1901, არქიტექტორები: კ. ტატიშჩევი , ა. შიმკევიჩი ; ახლანდ. რუსთაველის სახ. სახელმწ. აკად. თეატრი). ორიენტალიზმის ნიმუშებია: სახაზინო თეატრი (1880–96, არქიტ. ვ. შრეტერი; ახლანდ. ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის ეროვნ. აკად. თეატრი), ქალაქის სათათბიროს შენობა (1882–84 წწ. არქიტ. პ. შტერნი , ახლანდ. ქალაქის საკრებულო); ე. წ. რუსული სტილისაა მეაბრეშუმეობის სადგური (XIX ს. 80-იანი წწ., არქიტ. ა. შიმკევიჩი; ახლანდ. აბრეშუმის მუზეუმი) და სხვ.

ლიტ. : ბ ე რ ი ძ ე ვ., თბილისის ხუროთმოძღვრება 1801–1917, [ტ.] 2, თბ., 1963; К и р и ч е н к о Е. И., Русская архитектура 1830–1910-х годов, М., 1982; P a t a t t a L., L’architettura dell’eclettismo, Mil., 1975. გ. ბერიძე.