ეკოლოგიური კანონმდებლობა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ერთობლიობა, რ-იც მოიცავს გარემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის პრინციპების, წესების, მათი დარღვევისათვის პასუხისმგებლობის ზომების დამდგენ, აგრეთვე გარემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის სფეროში სახელმწიფოს საქმიანობის, ბუნებათმოსარგებლეთა უფლებამოვალეობების განმსაზღვრელ სამართლებრივ ნორმებს. საქართვ. ე. კ. ეფუძნება იმ საერთაშ. ხელშეკრულებებს, რ-თა მონაწილეც არის საქართველო. ე. კ-ის საფუძვლებში ჩადებულია პრინციპი, რ-ის მიხედვითაც საქართველოში ყოველგვარი ბუნებათსარგებლობა ფასიანია. შემოღებულია სხვადასხვა მოსაკრებლები, ხოლო ბუნებრივი რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებული თითქმის ყველა საქმიანობა რეგულირდება ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის სისტემით. ე. კ-ის ძირითადი წყაროა საქართვ. კონსტიტუცია (მ. 37, პ. 3–5). სპეც. კომპლექსური ეკოლ. სამართ. აქტია "ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს კ ა ნ ო ნ ი გ ა რ ე მ ო ს დ ა ც ვ ი ს შ ე ს ა ხებ" ("პარლამენტის უწყებანი", 1997). იგი არეგულირებს სამართ. ურთიერთობებს სახელმწ. ხელისუფლების ორგანოებსა და ფიზ. და იურიდ. პირებს შორის გარემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის სფეროში. კანონით ბუნების დაცვა გამოცხადებულია პოლიტ. და ეკონ. მნიშვნელობის ამოცანად, სახელმწიფოსა და საზ-ბის ყოველდღიური ზრუნვის საგნად, რაც ხელს უწყობს მოსახლეობის ეკოლოგიური აღზრდისა და სწავლების ორგანიზებას. იგი ქმნის სხვა საკანონმდებლო აქტების სამართლებრივ საფუძველს გარემოს დაცვის სფეროში. ამ კანონის შესაბამისი საკანონმდებლო აქტებია: კანონი "გ ა რ ე მ ო ზ ე ზ ე მ ო ქ მ ე დ ე ბ ი ს ნ ე ბ ა რ თ ვ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ" (2007), მისი რეგულირების სფერო არის ისეთი ორგანიზებული საქმიანობა ან ქმედება, რ-იც ეხება პირთა განუსაზღვრელ წრეს და ხასიათდება ადამიანის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხით; კანონი "ე კ ო ლ ო გ ი უ რ ი ე ქ ს პ ე რ ტ ი ზ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ" (2007), რ-ის მიზანია გარემოს ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნების უზრუნველყოფა. საქართველოს კანონში "ც ხ ო ვ ე ლ თ ა ს ა მ ყ ა რ ო ს შ ე ს ა ხ ე ბ" (1996) ასახულია ცხოველთა სამყაროს დაცვისა და გამოყენების სფეროში საერთაშ. საზბის მიერ აღიარებული თანამედროვე პრინციპები, მიდგომები და მოთხოვნები. ცხოველთა სამყაროს, განსაკუთრებით, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია კანონი «ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს "წ ი თ ე ლ ი ნ უ ს ხ ი ს ა" და "წ ი თ ე ლ ი წ ი გ ნ ი ს" შ ე ს ა ხ ე ბ» (2003), რ-იც განსაზღვრავს მათი შედგენის, აღნიშნული სახეობების დაცვისა და გამოყენების სამართ. საფუძვლებს. საქართველოს უნიკალური ბუნების შენარჩუნებისათვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს კანონს "დ ა ც უ ლ ი ტ ე რ ი ტ ო რ ი ე ბ ი ს ს ი ს ტ ე მ ი ს შ ე ს ა ხებ" (1996), რითაც შესაძლებელი გახდა საქართველოში დაცული ტერიტორიების მართვის, დაცვის, ტერიტორიულფუნქციონალური ორგანიზაციის და მათ ფარგლებში საქმიანობის წარმოების სამართლებრივი ბაზის შექმნა. ამ კანონის სამართ. ნორმებიდან და საქართვ. მიერ აღებული საერთაშ. ვალდებულებებიდან გამომდინარე, საქართვ. პარლამენტმა მიიღო კანონი "კ ო ლ ხ ე თ ი ს დ ა ც უ ლ ი ტ ე რ ი ტ ო რ ი ე ბ ი ს შ ე ქ მ ნ ი ს ა დ ა მ ა რ თ ვ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ" (1998), რ-იც უზრუნველყოფს ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული, კოლხეთის ბუნებრივი ან სახეშეცვლილი ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვასა და აღდგენას; კანონი "თ უ შ ე თ ი ს, ბ ა წ ა რ ა - ბ ა ბ ა ნ ე უ რ ი ს , ლ ა გ ო დ ე ხ ი ს ა დ ა ვ ა შ ლ ო ვ ნ ი ს დ ა ც უ ლ ი ტ ე რ ი ტ ო რ ი ე ბ ი ს შ ე ქ მ ნ ი ს ა დ ა მ ა რ თ ვ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ" (2003); კანონი "თ ბ ი ლ ი ს ი ს ე რ ო ვ ნ უ ლ ი პ ა რ კ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ" (2007). "მ ტ ი რ ა ლ ა ს ე რ ო ვ ნ უ ლ ი პ ა რ კ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ" (2007) მიღებული კანონის თანახმად, ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის ადმ. რაიონების საზღვრებში მოქცეულ სახელმწ. ტყის ფონდს მიენიჭა დაცული ტერიტორიის – ეროვნული პარკის – სტატუსი და ეწოდა "მტირალას ეროვნული პარკი"; მიღებულია აგრეთვე კანონები: "ი მ ე რ ე თ ი ს მ ღ ვ ი მ ე ე ბ ი ს დ ა ც უ ლ ი ტ ე რ ი ტ ო რ ი ე ბ ი ს შ ე ქ მ ნ ი ს ა დ ა მ ა რ თ ვ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ" (2007); "ბ ო რ ჯ ო მ - ხ ა რ ა გ ა უ ლ ი ს დ ა ც უ ლ ი ტ ე რ ი ტ ო რ ი ე ბ ი ს შ ე ქ მ ნ ი ს ა დ ა მ ა რ თ ვ ი ს შ ე ს ა ხებ" (2007); "დ ა ც უ ლ ი ტ ე რ ი ტ ო რ ი ე ბ ი ს ს ტ ა ტ უ ს ი ს შ ე ს ა ხ ე ბ" (2007). საქართველოს კანონი "წ ყ ლ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ" (1997) არეგულირებს წყლის რესურსებისა და წყალსარგებლობის სფეროში არსებულ სამართ. სპექტრს თანამედროვე სოც.-ეკონ. და საკანონმდებლო რეალიების გათვალისწინებით. საქართველოს "ტ ყ ი ს კ ო დ ე ქ ს შ ი" (1999) აისახა ტყის მართვისა და ტყით სარგებლობის დაგეგმვის სამართ. საფუძვლები. განისაზღვრა აღნიშნულ სფეროში საზ-ბის წარმომადგენელთა უფლებებიც. გათვალისწინებულ იქნა ტყეთმოწყობის პროექტების სავალდებულო წესით გამოქვეყნების, საჯაროდ განხილვისა და მოქალაქეთა წინადადებების განხილვის წესი. საქართველოს კანონი "წ ი ა ღ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ" (1996) უზრუნველყოფს წიაღისა და სასარგებლო წიაღისეული რესურსების რაციონალურ გამოყენებას. საქართვ. წიაღი სახელმწიფოს საკუთრებაა. მიწაზე საკუთრების უფლება არ ნიშნავს და არ იძლევა წიაღზე საკუთრების უფლებას. წიაღით სარგებლობა ფასიანია. ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებულ ოპერაციებს არეგულირებს კანონი "ნ ა ვ თ ო ბ ი ს ა დ ა გ ა ზ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ" (1996). კანონი "ა ტ მ ო ს ფ ე რ უ ლ ი ჰ ა ე რ ი ს დ ა ც ვ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ" (1999) არეგულირებს საქართვ. მთელ ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის დაცვას მავნე ანთროპოგენური ზემოქმედებისაგან. ეს კანონი არ ეხება შენობა-ნაგებობებში არსებული ჰაერის დაცვის სამართ. რეჟიმს. საქართველოს კანონი "ბ ი რ თ ვ უ ლ ი დ ა რ ა დ ი ა ც ი უ ლ ი უ ს ა ფ რ თ ხ ო ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ" (1998) აწესრიგებს ბირთვულ და რადიაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სამართ. ურთიერთობებს სახელმწ. ხელისუფლების დაწესებულებებსა და ფიზ. და იურიდ. პირებს შორის კანონში "ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ტ ე რ ი ტ ო რ ი ა ზ ე ნ ა რ ჩ ე ნ ე ბ ი ს ტ რ ა ნ ზ ი ტ ი ს ა დ ა ი მ პ ო რ ტ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ" (1997) მოცემულია სახიფათო და რადიაქტიური ნარჩენების ჩამონათვალი, მათი იდენტიფიკაციის წესი და ეკოლ. მოთხოვნები ნარჩენების მიმართ. კანონი "ტ ე ქ ნ ი კ უ რ ი ს ა ფ რ თ ხ ი ს კ ო ნ ტ რ ო ლ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ" (2010) არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მასთან დაკავშირებულ პროცესებს, რ-თა წარმოება, მშენებლობა, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება მოიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და წარმოადგენს მომეტებულ რისკს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსათვის. "გ ა რ ე მ ო ს დ ა ც ვ ი ს ი ნ ს პ ე ქ ც ი ი ს შ ე ს ა ხ ე ბ" კანონის (2010) ძირითადი მიზანია გარემოს დაცვის სახელმწ. კონტროლის ეფექტიანი და სამართლიანი სისტემის ამოქმედება, რ-იც უზრუნველყოფს ბუნებრივი ეკოსისტემების მდგრადობისა და ადამიანთა ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნას, შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას. ე. კ-ს ასევე ქმნის საკანონმდებლო აქტების საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, მთავრობის დადგენილებები, პრეზიდენტის ნორმატიული აქტები, საუწყებო და ადგილ. თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოთა (თანამდებობის პირთა) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. ე. კ-ის ნორმათა დარღვევისათვის გათვალისწინებულია ადმ. და სისხლის სამართ. პასუხისმგებლობა. ნ. რომაშვილი.